USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
საფრანგეთის ქალაქებში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე 280 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა
თარიღი:  522

საფრანგეთის ქალაქებში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე 281 ათასი ადამიანი გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პროფკავშირი შრომის გენერალური კონფედერაცია (CGT) აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე 900 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა, მათ შორის 300 ათასი - პარიზში.

15 აპრილს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა კანონს საპენსიო რეფორმის შესახებ.

17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო, რამაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია - საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ამისთვის საჭირო სამუშაო სტაჟი კი 41.5 წლიდან 43 წლამდეა.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის