USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
საფრანგეთის პრემიერი ჟან კასტექსი - AstraZeneca-ს ვაქცინას უნდა ვენდოთ
Date:  840

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრების გაგრძელებაა საჭირო.

„ამ ეტაპზე AstraZeneca-ს ვაქცინას უნდა ვენდოთ და ვაქცინაცია გავაგრძელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაქცინაციის კუთხით შეყოვნება გვექნება, ფრანგები ნაკლებად დაცული იქნებიან და ჯანმრთელობის კრიზისი დიდხანს გაგრძელდება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

ჟან კასტექსმა ასევე განმარტა, რომ საფრანგეთში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება იმიტომ არ შეჩერდა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.

12 მარტს, ჯანმოს ევროპის რეგიონის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბოემბოლია უშუალოდ AstraZeneca-ს ვაქცინით ვაქცინაციამ გამოიწვია.

მათივე განცხადებით, მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ დღემდე არ დადასტურებულა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც კი, რომელიც გამოწვეულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way