USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
სად ღირს 1GB მობილური ინტერნეტი ყველაზე ძვირი/იაფი?
თარიღი:  910

გლობალურად 5.35 მილიარდი ადამიანი ინტერნეტის მომხმარებელია - ეს პლანეტის მოსახლეობის 66%-ია. ამასთან, 2024 წლის დასაწყისში მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რაოდენობამ 5.6 მილიარდს მიაღწია, რაც გლობალური მოსახლეობის თითქმის 70%-ია.

სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ We Are Social მსოფლიოს 52 ქვეყანაში მობილური ინტერნეტის ფასები შეისწავლა და დაადგინა, სად ღირს 1 GB მობილური ინტერნეტი ყველაზე ძვირი.

როგორც აღმოჩნდა, მობილური ინტერნეტით სარგებლობა ყველაზე ძვირი, 1GB-ზე $7.29 შვეიცარიის მოქალაქეებს უჯდებათ. ყველაზე იაფი კი ეს პროდუქტი ისრაელში ღირს, სადაც 1 000 MB მობილური ინტერნეტი სულ რაღაც $0.02 ჯდება. We are social განმარტავს, რომ ისრაელის მოსახლეობის 3/4 სმარტფონის მომხმარებელია, რის ფონზეც სერვისის პროვაიდერებს შორის კონკურენცია მაღალი, ფასები კი, შესაბამისად, დაბალია.

1GB ინტერნეტის საშუალო ფასი, გლობალურად, $2.59-ია. აღმოჩნდა, რომ ევროპისა და აფრიკის ქვეყნების უმრავლესობაში მობილური ინტერნეტი გლობალურ საშუალოზე იაფია.

TOP 10 ქვეყანა, სადაც 1GB მობილური ინტერნეტი ყველაზე ძვირია:

  1. შვეიცარია - $7.29
  2. აშშ - $6.00
  3. ახალი ზელანდია - $5.89
  4. კანადა - $5.37
  5. სამხრეთ კორეა - $5.01
  6. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $4.6
  7. ნორვეგია - $4.07
  8. იაპონია - $3.48
  9. ჩეხეთი - $3.12
  10. საბერძნეთი - $2.79

TOP 10 ქვეყანა, სადაც 1GB მობილური ინტერნეტი ყველაზე იაფია:

  1. ისრაელი - $0.02
  2. იტალია - $0.09
  3. ინდოეთი - $0.09
  4. საფრანგეთი - $0.16
  5. კოლუმბია - $.2
  6. რუსეთი - $0.25
  7. ინდონეზია - $0.28
  8. მალაიზია - $0.28
  9. ვიეტნამი - $0.28
  10. პოლონეთი - $0.28

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა We Are Social-ის კვლევაში არ მოხვედრილა, თუმცა Cable.co.uk-ის 2023 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში 1 GB მობილური ინტერნეტი, საშუალოდ, $1.91, დაახლოებით, ₾5.2 ჯდება.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის