USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის N25-ში მოსასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო
თარიღი:  464
საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის N25-ში მოსასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო
პროექტის თანახმად, 800 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, საბავშვო-გასართობი ზონები და სავარჯიშო მოედანი. ტერიტორია გამწვანდება და დაირგვება 80-მდე ხე-მცენარე.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 294 925 ლარია გამოყოფილი, სამუშაოებს შპს „მონოლითი 2005“ ასრულებს.
საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტი მათთან ერთად განიხილეს.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის