USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
საბურთალოს რაიონში გრძელდება ავტოფარეხების სკვერებით ჩანაცვლება
თარიღი:  422
ტაშკენტის N4-ში ავტოფარეხების ნაცვლად სკვერი მოეწყობა
 
საბურთალოს რაიონის გამგეობა ტაშკენტის N4-ში ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. სამუშაოების პირველ ეტაპზე 15 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, ასევე, გაფართოვდა ტერიტორია, სადაც დასასვენებელი და საპარკინგე სივრცე მოეწყობა.
 
საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ აღნიშნული პროექტი მოსახლეობასთან ერთად განიხილა.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის