USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
საბურთალოს რაიონში, ბროლოსანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
თარიღი:  942
საბურთალოს რაიონში, ბროლოსანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა.
 
პროექტის ფარგლებში, 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას დაზიანებულ გზაზე უწევდა გადაადგილება. პროექტის განხორციელების შედეგად კი, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
 
აღნიშნული პროექტისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარია გამოყოფილი.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაზე გაეცნო.
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის