USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
საბურთალოს რაიონის გამგეობის 2024 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
თარიღი:  535
2024 წელს საბურთალოს რაიონში 9 რეკრეაციული სივრცე მოეწყო-რეაბილიტირდა, ხოლო 72 მისამართზე სკვერები ფრაგმენტულად შეკეთდა
 
 „საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციაა, ამ კუთხით წლის განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა“, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გიზო ვასაძემ გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
 
მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი სოფელ დიღომში, ათონელის ქუჩაზე 3 000 კვ. მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის მოწყობაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული მოედნებიც, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, ჯამში 13 მისამართზე განხორციელდა სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია. საგზაო ინფრასტრუქტურა 74 263 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა. მათ შორის, არის 11 ქუჩა სადაც მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა.
 
„207 პროექტი განხორციელდა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, მათ შორის, რეაბილიტირდა 91 ლიფტი, 36 მისამართზე შეკეთდა საცხოვრებელი სახლის სახურავი, ხოლო 25 მისამართზე წყლისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
 
 მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 13 ღონისძიება ჩაატარა“, - აღნიშნა გიზო ვასაძემ.
 
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს 25 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, შედეგად ახალი დასასვენებელი სივრცეები გაჩნდა.
 
საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის, ჯამში, 31 260 069 ლარი დაიხარჯა.
 
ამასთან, პრეზენტაციაზე გამგებელმა მომავალ წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა.
 
ღონისძიებას პარლამენტის წევრი, საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, დედაქალაქის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო საბჭოს წევრები და მოსახლეობა ესწრებოდნენ.
 
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის