USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
თბილისი
საბურთალოს რაიონის გამგეობამ მერაბ ალექსიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განახორციელა
თარიღი:  359
შესრულებული სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„ალექსიძის ქუჩაძე საბურთალოს რაიონის გამგეობამ სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. აქ იყო საკმაოდ რთული მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ არ არსებობდა ტროტუარები, მიწისქვეშა კომუნიკაციები იყო ამორტიზებული და არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს ექმნებოდა უდიდესი პრობლემა, სარდაფები წყლით ივსებოდა. ყველაფერი სრულად მოწესრიგდა. პირველ რიგში, შეიცვალა მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა. ასევე, პროექტის ფარგლებში ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ჩვენ გავაგრძელებთ მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციას, საბურთალოს რაიონის გამგეობას იგივე სამუშაოები აქვს დაგეგმილი. გუშინ დავამტკიცეთ 2026 წლის ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები და ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ ალექსიძის ქუჩის მიმდებარე ქუჩების სრული განახლება-რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, 15 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ტროტუარები. ტერიტორიაზე სრულად გამოიცვალა დაზიანებული წყლის მილები და სანიაღვრე ქსელი. საკომუნიკაციო ქსელები კი მიწისქვეშ განთავსდა.
„თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დამონტაჟდა გარე განათების სისტემა; დაიხაზა ზებრა გადასასვლელები, მოეწყო შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსები. ასევე, მოწესრიგდა საპარკინგე სივრცეები.
პროექტის ღირებულება 2 800 000 ლარია.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე ავტომობილებისთვის ქუჩებზე გადაადგილება გახდა უსაფრთხო და კომფორტული. სატრანსპორტო სქემა შედგენილია თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ.
დასრულებულ სამუშაოებს მერთან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, რაიონის მაჟორიტარი თბილისის საკრებულოში არჩილ ნიჟარაძე და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა გაეცნენ.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის