USD 2.7198
EUR 2.9442
RUB 2.8191
Тбилиси
საბრძოლო მოქმედებების შეჯამება უკრაინაში - გიორგი კობერიძე
дата:  

11.02.2024 - საბრძოლო მოქმედებების შეჯამება უკრაინაში:

მდგომარეობა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში უკიდურესად მძიმეა. რუსებმა ქალაქზე ჩრდილოეთიდან შეტევის შემდეგ ქალაქის ფარგლებში ღრმად შეაღწიეს. დაკავებულია რკინიგზის ხაზი ხოლო უკრაინული მომარაგების ხაზამდე დაახლოებით 500 მეტრია დარჩენილი.
მდგომარეობა უკეთესია ქალაქის ცენტრსა და სამხრეთში. წყლის საფილტრი დაწესებულება კვლავ უკრაინელთა ხელში რჩება.
რეალურია უკრაინელთა ალყაში მოქცევის საფრთხე. ცხადია რუსული შეტევა ძალიან რისკიანია და უკრაინული წარმატებული კონტრიერიშის შემთხვევაში შემოჭრილი ნაწილების გადაჭრა რეალური იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე მსგავსი უკრაინული იერიშის ნიშნები არ არის.
საბრძოლო მოქმედებებში ორივე მხრიდან ჩართულია მძიმე ტექნიკა და არტილერია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები ეფექტურად ახორციელებენ რუსულ მოიერიშე ჯგუფებზე დარტყმას, მაინც რუსებს საარტილერიო ჭურვები და ცოცხალი ძალა მეტი ჰყავთ.
უშუალოდ ქალაქზე შტურმში ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან რუსების 30 ათასი სამხედროა ჩართული. მთელს სექტორში კი დაახლოებით 50 ათასი რუსია მობილიზებული.
გარდა რუსეთის რეგულარული არმიისა ავდიივკაზე იერიშში ჩართულნი არიან დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტების ნარჩენები. ახლა მხოლოდ ნარჩენები, რადგან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი 2022-23 წელს განადგურდა. ტალღოვანი შეტევები და მასით დაწოლა უკრაინულ პოზიციებზე 2022 წლიდან პერიოდულად მიმდინარეობს.
ავდიივკაზე უკანასკნელი გამალებული იერიში რუსებმა 2023 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწეს, მაგრამ ქალაქის აღებას რუსები 2014 წლიდან ცდილობენ. 2022 წლის სრულმასშტაბიანი ომიდან მოყოლებული ქალაქზე შტურმისას დაახლოებით 35 ათასი სამხედრო დაკარგა რუსეთმა. ეს მონაცემი უკრაინულია, თუმცა იმ მასშტაბის იერიშებიდან გამომდინარე, რომელიც ავდიივკაზე მიმდინარეობდა და მიმდინარებს, ეს რიცხვი გამორიცხული ნამდვილად არ არის. ზოგიერთი ვერსიით კი მცირეც კია.
ომამდე ქალაქში 31 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს რამდენიმე ათეული ადამიანიღა რჩება. მათ შორის ის ადამიანებიც, რომელთაც ქალაქის დაბომბვისას/დაცვისას საკუთარი ოჯახის წევრი დაკარგეს.
ავდიივკა ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ მდებარეობს და რუსულ პოზიციებზე მიდებულ დანასავითაა. ამიტომაა, რომ რუსები მის აღებას ყველაფრის ფასად ცდილობენ.

უკრაინელებს ქალაქის სიახლოვეს თავდაცვის ახალი ზღუდეების მშენებლობა აქტიურად აქვთ დაწყებული.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

область
ოკუპირებულ სოხუმში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სომხეთიდან და საბერძნეთიდანაც დაესწრებიან

დროებით ოკუპირებულ სოხუმში "მოსკოვის სახლის" მხარდაჭერით, კონფერენცია "ტრადიციული ოჯახის ღირებულებები - ხალხთა ერთიანობის საფუძველი", "ოჯახი და მშვიდობა" გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც "აფხაზეთის დამოუკიდებლობას" არ აღიარებენ.

მედიის ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, განათლების, მეცნიერების, ბიზნესის, სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზეთიდან, რუსეთიდან, სირიიდან, ბელარუსიდან, უზბეკეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან.

ღონისძიების ანონსში წერია:

მოდით, განვიხილოთ:
- ოჯახის მხარდაჭერა და დაცვა;
- ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნება;
- მრავალშვილიანი ოჯახების როლისა და მშობლის ავტორიტეტის გაზრდა;
- ოჯახის კეთილდღეობის შენარჩუნება, შობადობის გაზრდა და განქორწინებების შემცირება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати