USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
საბა ბუაძე - ავარიული სახლების რეაბილიტაციის საფარქვეშ, მერიამ თბილისში სამშენებლო კოეფიციენტის გაყიდვა ისევ დაუშვა
თარიღი:  580

საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარის, საბა ბუაძის განცხადებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დაპირების მიუხედავად, ავარიული სახლების რეაბილიტაციის საფარქვეშ, მერიამ თბილისში სამშენებლო კოეფიციენტის გაყიდვა ისევ დაუშვა.

მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ აღნიშნული ცვლილება ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის “დამატებით თანხების მობილიზაციის მიზნით განხორციელდა.”

„თბილისის მოსახლეობას მინდა იმ მავნე ცვლილებების შესახებ მოვუყვე, რომელიც საკრებულოს ბოლო სხდომაზე თბილისის მერიის ინიციატივით მიიღეს. როგორც იცით, 2019 წლის 15 თებერვალს კახა კალაძემ თბილისელებს ზარ- ზეიმით ახარა, რომ სამშენებლო კოეფიციენტების გაყიდვა იკრძალებოდა. თუმცა საკრებულოს წინა სხდომაზე თბილისის მერიამ და საკრებულომ ახალი ფანჯარა გააჩინეს კ-2 კოეფიციენტის გადამეტების, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ თბილისში დეველოპერებისათვის ახალი შესაძლებლობა ჩნდება, იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქის იერსახე დამახინჯდეს. ეს ცვლილება თითქოს ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის დამატებით თანხების მობილიზაციის მიზნით განხორციელდა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, იმიტომ, რომ გარდა პოლიტიკური დაპირებისა არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ჩვენი დედაქალაქის გაყიდული ინტერესებიდან შემოსული თანხა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ავარიული სახლების რეაბილიტაცია მოხდეს. თუ კონკრეტული ზონები არსებობს და გენერალური გეგმით განსაზღვრულია რამდენი სართულის აშენება შეეძლება თბილისში დეველოპერს, აქ დამატებით ახალი ფანჯარა ჩნდება იმისთვის, რომ კოეფიციენტები მოემატოს და ჩვენს ქალაქს წარუშლელი ზიანი მიადგეს“, - აღნიშნა ბუაძემ.

როგორც მან განმარტა, ამ ახალი შესაძლებლობის ფანჯრით „ქართულ ოცნებასთან“ და თბილისის მერთან დაახლოებული დეველოპერები ისარგებლებენ.

„ეს არის უდიდესი პრობლემა, ყველა ფეხის ნაბიჯზე, ველური და აღვირახსნილი მშენებლობები, რომელსაც დედაქალაქის მერი ხელს უწყობს. ბოლო გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რომ კახა კალაძე იტყუება და თავის დაპირებას უგულებელყოფს, დადასტურდა ისიც, რომ მისი მთავარი საზრუნავი დეველოპერების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაა. ყველა ის ადამიანი, რომელიც ასეთი პრეფერენციებით სარგებლობს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა „ქართულ ოცნებასთან“, უდიდესი ნაწილი კი პირადად კახა კალაძესთან და მის გარემოცვასთანაა დაკავშირებული. დიდი ალბათობით, ამ ახალი შესაძლებლობის ფანჯრით ეს ადამიანები ისარგებლებენ. ეს ყველაფერი თბილისელების ინტერესების საზიანოდ მოხდება, იმიტომ, რომ 14,39 დადგენილებაში შეტანილი ეს ცვლილებები პირდაპირ ამ რისკებს ცხადყოფს“, - განაცხადა ბუაძემ.

დადგენილება №14-39 2016 წლის 24 მაისი ქ. თბილისი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის