USD 2.6153
EUR 3.0500
RUB 3.0978
თბილისი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი - როდის გაიხსნება არაგვზე ახალი ხიდი?
თარიღი:  662

ავტომაგისტრალის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის ძველი ხიდის მიმდებარედ, ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების განცხადებით, მოსახლეობა ახალი ინფრასტრუქტურით სარგებლობას 2026 წლიდან შეძლებს.

დეპარტამენტის ცნობით, სამშენებლო პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს:

  • დასრულებულია ხიდის 4 ბურჯის მშენებლობა;
  • მეხუთე ბურჯი დასრულების ფაზაშია;
  • პარალელურად, მიმდინარეობს 73-მეტრიანი ლითონის კოჭების მონტაჟი.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ახალი ხიდი არსებითად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარიანობას ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საავტომობილო მონაკვეთზე.

„არსებული ხიდი, რომელიც 1973 წელს აშენდა, ხშირად საჭიროებდა აღდგენით სამუშაოებს, რაც დროებით ზღუდავდა მოძრაობას და დისკომფორტს უქმნიდა მგზავრებს“, - ნათქვამია განცხადებაში

უწყების ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი სავარაუდო ღირებულება 20 მილიონი ლარია.

შეგახსენებთ, მაისში გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ფორსმაჟორის გამო, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ნებართვა გზშ-ის, ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე მიანიჭა. მთავრობის 8 მაისის განკარგულების თანახმად, აღნიშნული ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე არის აუცილებელი. ახალი ხიდი მდინარე არაგვზე არსებული ხიდის პარალელურად აშენდება.

2023 წლის დეკემბრიდან 2025 წლის 2 აპრილამდე სავალი ნაწილის ფილა სხვადასხვა ადგილზე ლოკალურად 8 ჯერ დაზიანდა, მათ შორის, ხიდის ფილის აღდგენის მიზნით, სამჯერ საჭირო გახდა ხიდზე 10-დღიანი პერიოდით, ერთი სამოძრაო ზოლის შეზღუდვა, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების მიზნით.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის