USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
სააკაშვილი - ჩემი ფიზიკური მდგომარეობა იმიტომ კი არ ვაჩვენე, რომ ვინმეს თავი შევაცოდო, არამედ, რათა პუტინისტების ტყუილი ვამხილო
თარიღი:  696

ჩემი ფიზიკური მდგომარეობა იმიტომ კი არ ვაჩვენე, რომ ვინმეს თავი შევაცოდო, არამედ, რათა პუტინისტების ტყუილი ვამხილო. 

მინდა ოლიგარქის ერთ-ერთ მოლაპარაკე თავს ვუპასუხო: სიკვდილს არასდროს ვაპირებდი, თუმცა მისი არც მეშინია.

ვაპირებ ვიცოცხლო საქართველოსთვის, უკრაინისთვის! 

ვუყურო და მონაწილეობა მივიღო რუსეთის იმპერიის საბოლოოდ დანგრევაში და უკრაინისა და საქართველოს აყვავებაში.

სჯობს მოისმინოთ ის რაც გითხარით, დავიწყოთ მოლაპარაკებები, ოღონდ არა კულუარული, არამედ ღია, გამჭვირვალე, ხალხის მონაწილეობით, როგორიც იყო მრგვალი მაგიდა პოლონეთში. 

ეს უნდა მოხდეს თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ მომავალში ისე არავინ მოგექცეთ, როგორც თქვენ მე მომექეცით და რაც მთავარია იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რომელიც მოგიწევთ იმისდა მიუხედავად, რა მანიპულაციებიც არ უნდა ჩაატაროთ.

თუ დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში, მომეცით პოლიტიკურ დებატებში, თუნდაც თქვენი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული რკინის სამაჯურით მონაწილეობის შესაძლებლობა და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვისი გზა არის სწორი - ჩვენი თუ თქვენი. და მინდა ვუთხრა ოპოზიციას: ჩვენ ესენი უნდა გავანულოთ არჩევნებამდე და ეს მიღწევა ძირითად საკითხებზე ერთიანობით, ხოლო არჩევნებზე ყველას თავისი გზა დაპროგრამა ისედაც ექნება.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის