USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
სააღდგომო ლელობურთი შუხუთში
Date:  1154

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, ტრადიციული ლელობურთი კვირას, 20 აპრილს, აღდგომა დღეს გაიმართება.

Სიმბოლურია, რომ წელს აღდგომა დღე დაემთხვა სწორედ შუხუთის ბრძოლის გამართვის დღეს, რასაც ლელო ბურთის ტრადიცია უკავშირდება. შუხუთფერდის ბრძოლა, გურიის სოფლების ნიგოითისა და შუხუთის მიდამოებში, 1854 წლის 20 მაისს გაიმართა.

Პირველი ლელობურთი, კი ჰასან-ბეგ თავდგირიძის მოჭრილ თავს. ისტორია გვიყვება, რომ სელიმ-ფაშას 12-ათასიანმა რაზმმა გადაკვეთა მდინარე ჩოლოქი და 11 აპრილს დაიკავა ოზურგეთი.

იმავე წლის მაისში სელიმ-ფაშამ ჰასან ბეგ თავდგირიძეს, რომელიც თავისი ჯარით შეკვეთილში იდგა, უბრძანა განედევნა ნიგოიეთის ქედზე მდგომი გურიის რაზმი. თავდგირიძე დაიძრა შეკვეთილიდან ნიგოითისკენ. განვლო გურიანთა, ბაილეთი, აკეთი, მამათი და ლანჩხუთი. წინააღმდეგობა არსად შეხვედრა, გურიის ჯარი შეგნებულად იყო უკანდახეული. თავდგირიძემ შეუტია თავად მაჭუტაძეების სასახლეს ნიგოითში. 27 მაისს ნიკოლოზ ერისთავი მოულოდნელად თავს დაესხა მტერს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. ოსმალებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და უკუიქცნენ.

ჰასან-ბეგ თავდგირიძე ბრძოლის ველზე აზნაურმა ერასტი ჭყონიამ მოკლა. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს აზნაურებმა გოგია კუპრაძემ, ერასტი ჭყონიამ და მისმა ძმებმა, ლანჩხუთის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდლებმა სოფრომ ჯაშმა, ნიკოლოზ და გაბრიელ კანდელაკებმა. სელიმ-ფაშამ მოკლულთა და დაჭრილთა სახით 3 ათასი მებრძოლი დაკარგა, ერისთავის რაზმმა - 600. ნიგოითის ბრძოლამ საშუალება მისცა გენერალ ანდრონიკაშვილს ოზურგეთისკენ დაძრულიყო. სელიმ-ფაშამ ქალაქი მიატოვა და ჩოლოქის მარცხენა მხარეს, გაღმა ქაქუთში დაბანაკდა, რასაც მოჰყვა ჩოლოქის ბრძოლა. ჰასან-ბეგ თავდგირიძის სიკვდილი ასახულია ხალხურ სიმღერაში „ხასანბეგურა“. ბრძოლაში მონაწილე თუშების და მათი ლიდერის, ივანე ელიზბარიძის შესახებ გამოთქმულია თუშური ხალხური ლექსი.

171 წლის წინ დაწყებული თამაშის წესები ასეთია : თამაშის დროს სოფელი, როგორც წესი, ორ მხარედ – ზემოურებად და ქვემოურებად – იყოფიან. Ამ დღეს შუხუთში უამრავი სტუმარი ჩადის. ლელობურთის თამაშისას, არც დრო და არც მონაწილეების რაოდენობა შეზღუდული არ არის და რამდენიმე საათსაც შეიძლება გაგრძელდეს. ლელოს ბურთი ტყავისგან იკერება, ნახერხითა და მიწით ივსება და ალადასტურით იჟღინთება. ის, როგორც წესი, 16 კილოგრამს იწონის. ბურთს თამაშის წინ სოფლის ეკლესიაში აკურთხებენ. შემდეგ ის ეკლესიის წინამძღვარს სოფლის შუაგულში გამოაქვს, ჰაერში აგდებს, ხოლო თანმხლები პირი თოფს ისვრის, რაც ლელობურთის დაწყების მაუწყებელია.

ლელობურთს მხოლოდ ერთი წესი აქვს – თამაშისას თუ ვინმე წაიქცევა ან შეუძლოდ გახდება, მოთამაშეები ხელებს ზევით წევენ და მიწოლას წამით აჩერებენ. სხვა მხრივ დაშვებულია ყველა ილეთი და მიწოლის ნებისმიერი ფორმა. ამის გამო ხშირია ტრავმებიც.თამაშში ასობით ადამიანია ჩართული, მათ შრის ქალებიც. Სათამაშო სივრცე ცენტრიდან ორივე მხარეს 400-400 მეტრით განისაზღვრება, სადაც ღელეები ჩამოედინება. გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც ბურთს ღელის იქეთ გადაიტანა.

ტრადიციისამებრ, გამარჯვებულს ბურთი სასაფლაოზე მიაქვს.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way