USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
რვა ქვეყანა, რომლებმაც AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს
Date:  1003

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი, იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება შეაჩერა. მათ შორისაა ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია. ამასთან, ცოტა ხნის წინ Deutsche Welle-მ დაწერა, რომ ამავე კომპანიის კოვიდ-ვაქცინის გამოყენება 14 დღით დანიამაც შეაჩერა. შემდეგ კი ამ ქვეყნების ჯგუფს ნორვეგია და ისლანდიაც შეუერთდა.

როგორც ცნობილია, ავსტრიის წამლის ეროვნულმა მარეგულირებელმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ შეაჩერა, რაც ოთხ ადამიანს ვაქცინის მიღების შემდეგ სისხლის შედედების საშიში მდგომარეობა დაუდგინდა.

ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა და ლატვიამ AstraZeneca-ს ვაქცინის ჯგუფის გამოყენება შეაჩერა, რათა ევროპის წამლის სააგენტოსთვის გამოძიების ჩასატარებლად დრო მიეცათ.

ევროპის წამლის სააგენტოს განმარტებით, ვაქცინის იმ ჯგუფის გაკეთება, რომელიც ავსტრიაში გამოიყენეს, 49 წლის მედდის გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. ის გარდაიცვალა მრავლობითი თრომბოზით, სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნით, ვაქცინის მიღებიდან ათი დღის შემდეგ.

მეორე პაციენტს ფილტვების სისხლძარღვების ემბოლიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელის გამოჯანმრთელება მიმდინარეობს. სისხლის შედედება კიდევ იმ ორ პაციენტს გამოუვლინდა, რომლებმაც ვაქცინის დოზა იმავე ჯგუფიდან მიიღეს.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ გართულებები გამოიწვია. ამასთან, თრომბოზი არ შედის ვაქცინის გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ვაქცინის ეს ჯგუფი (ABV5300) ერთ მილიონ დოზას მოიცავს და ევროკავშირის 17 სახელმწიფოს გადაეცა.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way