USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
რუსული ტანკების შეჩერების მიზნით, ხიდის აფეთქებისას უკრაინელმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა
თარიღი:  794

ივანკოვის დასახლებასთან რუსული ტანკების შეჩერების მიზნით ხიდის აფეთქებისას უკრაინელმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განმარტავენ, რომ დავალების შესრულების სურვილი ცალკეული ბატალიონის ინჟინერმა, მეზღვაურმა ვიტალი ვსკაკუნმა გამოთქვა, თუმცა ხიდის დანაღმვის შემდეგ, მან ტერიტორიის დატოვება ვერ მოასწრო და ხიდის აფეთქებას საკუთარი სიცოცხლე შესწირა.

„ხიდი უკვე დანაღმული იყო, თუმცა მან ტერიტორიის დატოვება ვერ მოასწრო. მის ბატალიონში მყოფი მებრძოლების თქმით, ჯარისკაცი მაშინვე გავიდა კავშირზე და თქვა, რომ ხიდის აფეთქებას აპირებს. ხიდი მაშინვე აფეთქდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საზღვაო ქვეითი კორპუსის სარდლობა მეზღვაურისთვის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭებისთვის უმაღლესი სარდლობისთვის მიმართვას აპირებს.

„რუსო ოკუპანტებო, იცოდეთ, ფეხებქვეშ მიწა დაგეწვებათ! სიკვდილამდე ვიბრძოლებთ, სანამ ცოცხლები ვართ ვიბრძოლებთ“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის