USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
რუსული ნავთობის გამო, ევროსაბჭო ქართული და ინდონეზიური პორტების სანქცირებას გეგმავს
თარიღი:  682

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობს. ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტზე საერთაშორისო მედიაში უკვე ვრცელდება ცნობები. როგორც Reuters წერს, ევროკავშირის სანქციების სამიზნე პირველად გახდებიან მესამე ქვეყნის პორტები, ამ შემთხვევაში საქართველოსა და ინდონეზიაში. საქართველოს შემთხვევაში საუბარია ყულევის პორტზე. სააგენტოს ცნობით, ორივე პორტი რუსულ ნავთობს ემსახურება და ამიტომ გახდა სანქციების სამიზნე.

 ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტში საქართველოს პორტის სანქცირების საჭიროება ასეა დასაბუთებული: „ყულევის პორტი გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.

კანონპროექტის მიხედვით, ყულევისა და კარიმუნის პორტები სანქციების სიას დაემატება და ევროპულ კომპანიებს და ინდივიდებს ტრანზაქციების განხორციელება აეკრძალებათ.

ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს იმპორტის აკრძალვას ისეთ ლითონებზე, როგორიცაა ნიკელი, რკინის მადანი და კონცენტრატები, დაუმუშავებელი და დამუშავებული სპილენძი და სხვა მეტალები.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) ასევე წარადგინა წინადადება სანქციების სიაში 30 ფიზიკური პირისა და 64 კომპანიის დამატების შესახებ. იმისთვის, რომ პროექტი კანონად იქცეს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება. როგორც წესი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიღებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან ხოლმე, თუმცა Bloomberg წერს, რომ საბერძნეთი და მალტა ამჟამად თავს იკავებენ შემოთავაზებული პაკეტის მხარდაჭერაზე.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის