USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
რუსულენოვანი მოსახლეობის ნახევარმა ბათუმი დატოვა, მასიურად იკეტება ან იყიდება მათ მიერ გახსნილი ობიექტებიც
Date:  688

რუსულენოვანმა მოსახლეობამ აჭარა მასიურად დატოვა. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში, ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დირექტორმა და რესტორან „აკროპოლეს“ დამფუძნებელმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა, ბოლო თვეებში მათი რიცხვი განახევრდა. თავართქილაძის თქმით, მასიურად იკეტება და იყიდება მათ მიერ გახსნილი კაფეები და სხვადასხვა ტიპის მომსახურე ობიექტები.

მიზეზებზე საუბრისას თავართქილაძე ამბობს, რომ მიგრანტების ნაწილი მობილიზაციის არარსებობის გამო რუსეთში დაბრუნდა, ნაწილმა კი აჭარიდან გაძვირებული ცხოვრების ხარჯის გამო, აზიურ ქვეყნებში გადაინაცვლა.

„რუსულენოვანი მოსახლეობა, არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები, არამედ ბელარუსებიც მასიურად ტოვებენ საქართველოს. თუ ბათუმში ნაქირავები ბინების რაოდენობას დავეყრდნობით, მინიმუმ რუსულენოვანი მოსახლეობის 40-50%-მა, ე.წ. ეკონომიკურმა ლტოლვილებმა უკვე დატოვეს ჩვენი ტერიტორია. ეს შეიგრძნობა ყველგან ქუჩებში, კაფეებში და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში. მცირე ზომის ობიექტები, რომელიც გახსნილი იყო ჩამოსული ადამიანების მიერ დაიხურა, ან იყიდება.

დიდი ნაწილი დაბრუნდა სამშობლოში, რადგან აქტიური მობილიზაციის საშიშროებას ვეღარ ხედავენ. მეორე ნაწილი მიემგზავრება უფრო იაფ ქვეყანაში აზიის მიმართულებით. ვისაც ევროპა შეეძლოთ ვიზის გათვალისწინებით, იქ წავიდნენ, განსაკუთრებით პოლონეთში. მათთვის მთავარი უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ საქართველო იყო ძვირი ქვეყანა, ბინების, სამომხმარებლო კალათის მხრივ. უკვე მწირი შემოსავლით ვეღარ აუდიოდნენ იმ სოციალურ გარემოს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მათ უქმნიდა. აგვისტოს შემდეგ უკვე შეინიშნება უძრავი ქონების გაყიდვების შემცირება, ბევრი სამშენებლო კომპანია ამბობს ამას, ასევე მეორე დიდი დარტყმა განიცადეს ისრაელის ომის დაწყების შემდეგ. თუმცა მიუხედავად ამისა ფასების კლება გასაყიდ უძრავ ქონებაზე არ შეინიშნება. რაც შეეხება გასაქირავებელ ბინებს, აქ ფასებმა რადიკალურად 40-50%-ით დაიკლო და დაუბრუნდა პირვანდელ მაჩვენებელს. აპარტამენტი, რომელიც ქირავდებოდა 600-700$-ად, ამჟამად ღირს 200-250$.

პიკზე 20 ათასზე მეტი ადამიანი იყო ბათუმში ჩამოსული, დღეს ალბათ ეს რიცხვი 7-8 ათასი მოსახლე იქნება. ყველაზე მტკივნეული ჩვენთვის არის ისრაელის ბაზარი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დაფრინავდა, ამჟამად 2 ფრენაა მხოლოდ, რომელიც ინტენსიურად დატვირთულია. ისინი ოპტიმისტურად უყურებენ ტურისტული სეზონის განახლებას გაზაფხულიდან. ახლა დაფრინავენ თურქეთიდან, არაბეთიდან, ირანიდან და ძალიან მომატებულია რუსეთიდან, ოღონდ ახლა, წინასაახალწლოდ გამოჩნდნენ ტურისტები. ვფიქრობთ, რომ ზამთარში მათი რიცხოვნობა დაეტყობა ჩვენს ქალაქს და რეგიონს.“ - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way