USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
Тбилиси
რუსულ-ჩინური ასიმეტრიული ღერძის მინუსი ისაა, რომ მისი წევრები ერთმანეთის მეტოქეებიც არიან - გიორგი კობერიძე
дата:  619
ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებს არ უყვარს კომპლექსური საკითხის ძალიან გამარტივება, მაგრამ ახლა გავაკეთოთ ასე: ნელ-ნელა ყალიბდება რუსულ-ჩინური ასიმეტრიული ღერძი, რომელშიც წევრები დასავლეთის საწინააღმდეგო ინტერესებით, ჩინური რესურსებისაკენ სწრაფვით ან რუსული იარაღისა და დაქირავებულების გამოყენებით ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით არიან გაწევრიანებული.
 
ამ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ღერძის მთელი მინუსი ისაა, რომ მისი წევრები ერთმანეთის მეტოქეებიც არიან, თუმცა მოკლე ვადაში ურთიერთმტრობისათვის თავის არიდებას ცდილობენ დასავლეთის პოლიტიკური, კულტურული და ფინანსური დომინაციის გასანეიტრალებლად. ამ ღერძს რეალური ფორმირებისათვის წინ არაერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
 
წითელი ფერით ის ქვეყნებია აღნიშნული, რომლებიც ამ ღერძის მთავარ ძალას წარმოადგენენ: რუსეთი, ჩინეთი, ბელარუსი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ამ ხუთეულიდან სამს ბირთვული იარაღი აქვს, ბელარუსში კი რუსული ბირთვული არსენალია განთავსებული.
 
ნარინჯისფერით მათი მოკავშირე ან მათზე სხვადასხვა მიზეზით დამოკიდებული ქვეყნები არიან წარმოდგენილნი. მათ რიგებში ბევრ სახელმწიფოს დიდი არჩევანი არ აქვს - ზოგი ჩინეთის ვალის მახეშია გაბმული და ზოგიც კრემლის მხარდაჭერაზეა ჩამოკიდებული.
 
მოყვითალო შტრიხებით წარმოდგენილი ქვეყნები რუსულ-ჩინური ღერძის არასტაბილური, ცვალებადი მოკავშირეები არიან, რომლებიც გარემოებების ცვლილებასთან ერთად შეიძლება ამ ღერძის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ, თუმცა ამ მოცემულ მომენტში ამ ღერძის მიზნებს გარკვეულწილად იზიარებენ.
 
იქ სადაც სამოქალაქო ომები მიმდინარეობს რუსეთი ან მოკავშირითაა წარმოდგენილი ან/და ერთ მხარეს იარაღისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ახდენს.
 
ცხადია ეს გამარტივებული რუკაა, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკაში წარმოდგენილი კონტურების აღქმაში დაგვეხმარება.
 
უნდა გავიმეორო ისიც, რომ ეს ღერძი სინამდვილეში საკმაოდ მყიფეა და ვიხილეთ კიდეც, ირანის დაბომბვის პროცესში რუსეთისა და ჩინეთის პასიურობა, მაგრამ ფაქტი, რომ მათ შორის კოორდინაცია, თანმიმდევრული თანამშრომლობა და საერთო პოლიტიკური განწყობების ფორმირება მიმდინარეობს, ეს უკვე იმის საფუძველს იძლევა, რომ ამ ღერძის ფორმირების პოტენციალზე ვისაუბროთ.
мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати