საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან და მერის მოდგილე ბესიკ ტოგონიძესთან ერთად, დონეცკელ მეტალურგთა გასასვლელის N18 ა, ქაშაკაშვილის ქუჩის N8 და N10-ში გაეცნო.
რუსთავის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და ქალაქში მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა.
დონეცკელ მეტალურგთა გასასვლელის N18 ა, ქაშაკაშვილის ქუჩის N8 და N10-ში მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, გამაგრდება შენობების მზიდი კედლების კონსტრუქცია.
ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს ვაჟა-ფშაველას მე-2 გასასვლელის N4-სა და თოდრიას მესამე ჩიხის N7-ში, კოსტავას N15-ში კი აივნებს უტარდება რეაბილიტაცია.
ძველი რუსთავის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის პროექტის ფარგლებში, შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩის N 11, 15, 17, 19, 20, 22, 24, 26, 28, ბათუმის ქუჩის N14 და ასლანიკაშვილის ქუჩის N12 საცხოვრებელ შენობებში მიმდინარეობს, სადაც ფასადების მოპირკეთება, ძველი ქალაქის არქიტექტურის შენარჩუნებით ხდება.
რუსთავში, 17 მისამართზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჯამური ღირებულება 6, 5 მილიონ ლარს შეადგენს.