USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
რუსთავის გზატკეცილი 267-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თარიღი:  1271

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავის გზატკეცილი 267-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, იცვლება სკვერში არსებული

ინფრასტრუქტურა და მიმდინარეობს სტადიონის განახლების სამუშაოები.

პარალელურად, რუსთავის გზატკეცილი 265-ის ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, მოსასვენებელი სივრცე წესრიგდება. ადგილზე იგება ასფალტის საფარი

და ეწყობა საერთო სარგებლობის კიბე.

ორივე პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 230 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე გაეცნენ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის