USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუას სპექტაკლ "ვეფხისტყაოსნის“ პრემიერისთვის 820 400 ლარის პროჟექტორებს ყიდულობს
თარიღი:  610

სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი 820 400 ლარის პროჟექტორებს ყიდულობს. მთავრობამ თეატრს შესაბამისი გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა მისცა.

გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმების თანახმად, რობერტ სტურუას სპექტაკლის - "ვეფხისტყაოსანი“ საპრემიერო ჩვენების უზრუნველყოფისთვის, რომელიც ნოემბერშია დაგეგმილი, საჭიროა 28 მოძრავი პროფილური სანათის/პროჟექტორის შესყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულება 820 400 ლარია.

როგორც შესყიდვის შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობის დასაბუთებაშია აღნიშნული, პროექტის მზადების პერიოდში გამოვლინდა არაერთი ტექნიკური პრობლემა და საჭიროება. კერძოდ, სრულიად მწყობრიდან გამოვიდა რუსთველის ეროვნული თეატრის სცენის მხატვრული განათების ნაწილი და სასწრაფოდ შესაძენი გახდა მოძრავი პროფილური სანათები, რომლის გარეშეც ვერ გრძელდება რეპეტიციები და პრემიერისთვის მზადება.

ცნობისთვის, სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის