USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
რუსთაველის გამზირზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს
Date:  501

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციიდან დაიწყეს, სადაც რამდენიმე დღეა ბავშვების მშობლები აქციას მართავენ.

ბავშვების მხარდასაჭერად აქციას უერთდებიან სხვადასხვა სფეროს და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „წამალი!“ „სოლიდარობა ბავშვებს!“

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way