USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამვლის შედეგად კომატოზურ მდგომარეობაშია
თარიღი:  706

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელი ალექსეი ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

 

ფონდის პრესმდივნის, კირა იარმიშის ინფორმაციით, დღეს დილით, ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა და თვითმფრინავში ცუდად გახდა. ამის გამო, ავიალაინერი ომსკში დაეშვა და ალექსეი ნავალნი სასწრაფო დახმარების ავტომანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კირა იარმიში, რომელიც პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა, ტვიტერზე წერს, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია. იარმიშის ინფორმაციით, დილით ნავალნიმ მხოლოდ ჩაი დალია, ამიტომ სავარაუდოა, რომ რაღაც შერეული იყო სწორედ ჩაიში.

„ერთი წლის წინ, როდესაც იგი დაკავებული იყო, მოწამლეს, ცხადია, რომ ამჯერადაც მას იგივე გაუკეთეს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იგი მოწამლეს რაღაცით, რაც ჩაიში გაურიეს. ეს ერთადერთი იყო, რაც მან დილიდან მიიღო. “, - აღნიშნა პრესსპიკერმა კომენტარებში.

ცნობისთვის, გასულ წელს, როდესაც ალექსეი ნავალნი არასანქცირებული საპროტესტო აქციების ორგანიზების ბრალდებით იყო დაკავებული, მისი მოწამვლის შესახებ ასევე გავრცელდა ინფორმაცია.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის