USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვას ავრცელებს
თარიღი:  812

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით  ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

მისი თქმით, აქცია რუსოფობიური ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებსაც საქართველოში დემოკრატიის განადგურება სურდათ.

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას იმისთვის, რომ საბოლოოდ გაანადგუროს რევანშისტი-გადამტრიალებლების გეგმები, რომლებსაც საქართველოში დემოკრატიის განადგურება სურდათ. ჩვენ არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ჩვენი საუკუნოვანი ურთიერთობის დანგრევის მცდელობაში დამნაშავე ბინძურმა პროვოკატორებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ," - აცხადებს გავრილოვი.

შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად ჩაერთო სპეცრაზმი, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. დაშავდა აქციის ათეულობით მონაწილე, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 21 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის