რუსული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა.
ცნობილი სამხედრო ბლოგერის გარდაცვალებას ადასტურებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
როგორც მედია წერს, ტატარსკი, რომლის ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინი იყო, 560 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა Telegram-ზე. არსებული ინფორმაციით, კაფეში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა.
საინტერესოა, რომ კაფე სადაც აფეთქება მოხდა კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მეპატრონე პრიგოჟინის საკუთრებაა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.