USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
რუსეთში, პოლიციის შენობასთან, თავი დაიწვა ჟურნალისტმა ირინა სლავინამ
Date:  923

რუსმა ჟურნალისტმა, ირინა სლავინამ, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის პოლიციის განყოფილების წინ თავი დაიწვა. შემთხვევა დღეს, 2 ოქტომბერს მოხდა. აღნიშნულს წინ უძღოდა ჩხრეკა მის ბინაში, რომლის დროსაც, სლავინას ფეისბუქ პოსტის თანახმად, პოლიცია მისი ოპოზიციასთან კავშირის მტკიცებულებებს ეძებდა.

თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ჟურნალისტმა ფეისბუქზე დაწერა:

“გთხოვთ, ჩემს სიკვდილში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულოთ”.

სლავინა ადგილობრივი გამოცემის, “Koza Press”-ის რედაქტორი იყო, რომელიც თავს წარადგენდა დამოუკიდებელ, ცენზურისაგან თავისუფალ გაზეთად.

დაღუპვამდე 1 დღით ადრე, სლავინა წერდა, რომ პოლიციამ მისი ბინა გაჩხრიკა, რა დროსაც ეძებდნენ ოპოზიციური მოძრაობის, “ღია რუსეთის” ბროშურებსა და ანგარიშებს. აღნიშნული ორგანიზაცია პუტინის კრიტიკოსის, მიხეილ ხოდორკოვსკის მიერ ფინანსდება. სლავინა აღნიშნავდა, რომ წაიღეს ტექნიკა, მათ შორის, მისი ქალიშვილის ლეპტოპი და ქმრის მობილური.

რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სლავინა ზეწოლის ქვეშ იყო ხელისუფალთა მხრიდან.

ნიჟნი ნოვგოროდის პოლიციის განცხადებით, ის იძიებს განყოფილების წინ ქალის მიერ თავის დაწვის ფაქტს. უწყებას არ დაუკონკრეტებია მისი ვინაობა.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way