USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
რუსეთმა და ჩინეთმა ჰორმუზის სრუტის გახსნის თაობაზე გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადეს
თარიღი:  1106

რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს გაეროს რეზოლუციას, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ბაჰრეინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია ქვეყნებს ახალისებს, მოახდინონ თავდაცვითი ზომების კოორდინაცია ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო მიმოსვლისთვის, მათ შორის კომერციული გემების ესკორტირებით.

აღნიშნული რეზოლუცია თავდაპირველი ტექსტის შერბილებულ ვერსიას წარმოადგენს, რომელიც ქვეყნებს სრუტეში უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველსაყოფად, ძალის გამოყენების საშუალებას მისცემდა.

რეზოლუციას 11-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა და ორი წინააღმდეგ წავიდა (რუსეთი და ჩინეთი).

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის