USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
რუსეთისათვის ნავთობი მისი ეკონომიკის უმთავრესი საყრდენიცა და აქილევსის ქუსლიცაა - გიორგი კობერიძე
дата:  504
რუსეთისათვის ნავთობი მისი ეკონომიკის უმთავრესი საყრდენიცა და აქილევსის ქუსლიცაა. გაზისგან მიღებული შემოსავალი ნავთობთან შედარებით მეორეხარისხოვანია. უკრაინელთა მხრიდან ნავთობობიექტებზე ბოლო თვეების, განსაკუთრებით კი ბოლო ორი კვირის აქტიური დარტყმების შედეგად გარკვეული დეფიციტი გაჩნდა, რამაც რუსეთის შიგნით ნავთობის ფასი სწრაფად გაზარდა, ხოლო ზოგან პანიკის საფუძველიც კი გახდა.
ბოლო კვირების მდგომარეობა ასეთია:
- დღეს დილით დაიბომბა ჯანკოის მომარაგების ხაზი - რუსეთის არმიის მთავარი ლოჯისტიკური ხაზი ყირიმიდან ზაპორიჟიასაკენ მიმავალ გზაზე.
- გუსინ დაიბომბა ნოვოშახტინსკის ნავთობსაწარმო როსტოვის ოლქში. საზღვრიდან 200 კილომეტრში. მასზე უკრაინელებმა შეტევა.
- ორი დღის წინ დაიბომბა ტოკმაკის მომარაგების ხაზი - ზაპორიჟიას ოკუპირებული ოლქის ნაწილში. ტოკმაკი გამორჩეულად ფორტიფიცირებული ქალაქია რუსების ოკუპაციის ქვეშ. უკრაინელთა მხრიდან ამ მონაკვეთზე დარტყმა კრიტიკული მნიშვნელობის იყო;
- დაიბომბა ნოვოკუბიშევსკის ნავთობნაწარმო - უკრაინელი დრონები მისწვდნენ 1000 კილომეტრის მოშორებით მდებარე როსნეფტის საკუთრებაში არსებულ რუსულ საწარმოს;
- დაიბომბა სარატოვის ნავთობტერმინალი, რამაც ადგილზე ერთ-ერთი პირველი შექმნა დეფიციტი;
- დაიბომბა ვოლგოგრადის ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა;
მთლიანობაში რუსული ნავთობწარმოების დაახლოებით 15% აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. იმ ფონზე, რომ ფრონტის ხაზზე ლოჯისტიკა რუსეთს პრიორიტეტად აქვს აღებული, ამან სამოქალაქო სექტორში შექმნა სერიოზული დეფიციტი. მაგრამ ფრონტის ხაზის სიახლოვეს უკრაინული დაბომბვები სამხედრო მომარაგებაშიც ქმნის პრობლემას. არ დავივიწყოთ ცნობილი გამოთქმა, რომ "ბრძოლას იგებენ სამხედროები. ომს კი ლოჯისტიკა". გამოფიტვის ომში კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
ამასთან, ორი დღის წინ რუსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო მნიშვნელობის ნავთობსადენი "დრუჟბა" იქნა აფეთქებული, რომელიც უკრაინის გავლით უნგრეთში ჩადიოდა. რუსები აცხადებენ რომ მისი აღდგენა უმთავრესი პრიორიტეტიაო.
ცხადია, არ არსებობს აღუდგენელი საწარმო, რკინიგზა, ქარხანა ან მომარაგების ხაზი, მაგრამ საომარი ვითარებისას, მით უფრო ბიუჯეტის დეფიციტისა და სანქციების ფონზე, ეს ყველაფერი უფრო ძვირი ჯდება და ბევრად დიდ დროს მოითხოვს. ამასობაში კი ფრონტზე ლოჯისტიკური კრიზისი იქმნება, ეს კი შეტევითი ოპერაციების ტემპს აგდებს დაბლა.
საინტერესოა, რომ კიდევ ერთ რამეშია დეფიციტი - წყალში. რამდენიმე დღის წინ რუსი პროპაგანდისტები ჩავიდნენ 2014 წლიდან ოკუპირებულ დონეცკის ოლქში სიუჟეტის მოსამზადებლად - ხალხი უკმაყოფილო დახვდა: დონეცკის ოლქში წყლის კატასტროფული დეფიციტია. ომის შედეგად მომარაგების ხაზები განადგურებულია, ხოლო მანქანებით მიწოდებულ წყალს რუსები ლიმიტირებულად, ისიც შერჩევით აძლევენ ხაზს. უკმაყოფილების მიზეზი რეგიონში ხალხის მასობრივი განადგურებაა. "რუსულმა მშვიდობამ" ხალხს სიკვდილი მოუტანა.
პ.ს. პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიასთან დონეცკის ოლქში რუსული შეტევა შეჩერებულია. რუსების რიგებში მსხვერპლი დიდია. არიან ტყეებიც. ზოგან რუსები ალყის საფრთხის ქვეშაც იმყოფებიან ისინი. მიუხედავად ამისა, რუსები უშუალოდ პოკროვკის მიმართულებაზე დაწოლას აგრძელებენ და ცდილობენ ფრონტის მთელს სიგრძეზე იმდენად მაინც იაქტიურონ, რომ სხვადასხვა სექტორიდან უკრაინელებს ცოცხალი ძალის გადასროლის აუცილებლობა გაუჩინონ. რუსული მთელი მიდგომა ცოცხალი ძალის სიმრავლითა და მასობრივი მსხვერპლით გარღვევის შექმნაზეა აგებული.
რუსები ფრონტის ხაზიდან და ქვეყნის შიგნიდან ინფორმაციის გაჟოვნაზე ძალიან დარდობენ. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ ახალი ზომები მიიღონ და კიდევ უფრო გააკონტროლონ ინფორმაციის დინება.
мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати