USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
თბილისი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს Оборонлогистика-ს ყველაზე დიდი სატვირთო გემი Ursa Major-ი ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა
თარიღი:  469

2024 წლის 24 დეკემბერს ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში, ესპანეთის ქალაქ აგილასსა და ალჟირის ქალაქ ორანს შორის, ჩაიძირა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სატვირთო გემი Ursa Major-ი. გემზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის 16 წევრიდან 14 გადაარჩინეს და კარტახენას პორტში გადაიყვანეს, ხოლო ორი მეზღვაური დაკარგულად ითვლება.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, Ursa Major-ი 11 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგიდან ვლადივოსტოკისკენ მიემართებოდა, თუმცა რეალურად აღმოჩნდა ხმელთაშუა ზღვაში, სადაც 23 დეკემბერს ჩაიძირა. გემის ჩაძირვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, Ursa Major-ი და მისი მსგავსი გემები გამოიყენებოდა სირიაში, ტარტუსში მდებარე რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მომარაგებისთვის. ამ გემების დანიშნულების ადგილი, სავარაუდოდ, სირია იყო, მიზანი კი ტარტუსში მდებარე რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის ევაკუაცია.

Ursa Major-ის ჩაძირვა რუსეთისთვის სერიოზულ დანაკარგს წარმოადგენს, რადგან გემი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სირიაში რუსული სამხედრო ოპერაციების ლოგისტიკურ მხარდაჭერაში. გემის დაკარგვა ართულებს სირიაში დარჩენილი რუსული სამხედრო ძალების ევაკუაციას და ამცირებს რუსეთის შესაძლებლობას, სწრაფად და ეფექტურად მოახდინოს სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის ტრანსპორტირება რეგიონში. გემზე ჩაძირვის მომენტში დამონტაჟებული იყო, ორი ერთეული 380 ტონიანი სპეციალური საპორტო ამწე და ატომური ყინულმჭრელის 45 ტონიანი ლუკები.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის