USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ს საელჩოს საპროტესტო აქციების წახალისებაში ადანაშაულებს
თარიღი:  956

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში აშშ-ს საელჩოს საპროტესტო აქციების წახალისებაში ადანაშაულებს. როგორც უწყებაში ამტკიცებენ, საელჩომ დიპლომატიური ნორმები და წესები უგულებელყო.

გარდა ამისა, რუსულ უწყებაში აშშ-ს ურჩევენ საკუთარ საქმეებს მიხედონ, მათ შორის, მოაგვარონ ამერიკელ ხალხს შორის განხეთქილება. სამინისტროში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელობას დაჰპირდნენ, რომ სერიოზული საუბარი ელით.

"ამერიკული დიპლომატიის მცდელობები, რომელიც იგნორირებას უკეთებს ყველა წესს და ფაქტობრივად ახალისებს რადიკალურ ელემენტებს, განწირულია მარცხისთვის და ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას იქონიებს", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციების მიმდინარეობის დროს, აშშ-ს საელჩომ ტვიტერზე დაწერა, რომ მხარს უჭერს მშვიდობიან პროტესტსა და გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო რუსეთის ხელისუფლების ძალები ამის ჩახშობისკენაა მიმართული.

"რუსეთის ხელისუფლება აკავებს მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს. როგორც ჩანს, სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების ჩახშობისკენ მიმართული კამპანიაა", — ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე 3 000-მდე მეტი მოქალაქე დააკავეს. აქცია არასანქცირებული იყო, რის გამოც პოლიცია მომიტინგეებს ძალის გამოყენებით შლიდა და აკავებდა. დაკავებულებს შორის იყო ნავალნის ცოლი, იულია ნავალნი, რომელიც ახლა თავისუფალია.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის