USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - აშშ-სთან დიალოგისთვის მზად ვართ
თარიღი:  684

აშშ-სთან დიალოგისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ტრამპის გუნდი, მიუხედავად მისი და მისი ხალხის მიერ გაცხადებული ურთიერთგამომრიცხავი პოზიციისა, რუსეთთან დიალოგის განახლების ინტერესს მაინც იჩენს. ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ, მათ შორის მზად ვართ უკრაინის საკითხის განხილვისთვის, მაგრამ მხოლოდ თანაბარ, ორმხრივად მისაღებ საფუძველზე“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უმაღლეს დონეზე კონტაქტების შესახებ ჯერჯერობით შეთანხმება არ მომხდარა.

„საკომუნიკაციო ხაზები არსებობს. მეორე საკითხია, რომ უმაღლეს დონეზე არანაირი შეთანხმება არ არის. ეს სავსებით შესაძლებელია და ჩვენი მხრიდან მზადყოფნა არსებობს“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

ცნობისთვის, შაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის