USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Тбилиси
რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსი: აშშ გაღიზიანებულია, იმით რომ "ქართული ოცნება" აღარ მიყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს
дата:  1054

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი, სერგეი ნარიშკინი ამბობს, რომ ვაშინგტონში ქართული ოცნებით უკმაყოფილოები არიან. 

ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახურის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ "აშშ მიხეილ სააკაშვილის დროიდან მიეჩვია საქართველოში პოლიტიკური პროცესების მართვას და იმის კარნახს, როგორ უნდა იფუნქციონიროს მთავრობამ, რა ხაზი უნდა გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებაში. 

ბოლო დროს ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება მმართველი გუნდის, ქართული ოცნების მიმართ მიმართ, რომელიც ამერიკულ მოთხოვნებს არ ემორჩილება. თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან იმის გამო, რომ "მეოცნებეები" სრულად არ ასრულებენ დირექტივას, უსიტყვოდ მისდიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს". 

რუსული საგარეო დაზვერვის სამსახური ასევე აცხადებს, რომ აშშ გეგმავს, ქართულ ოპოზიციას სისტემური მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამავდროულად, შელახოს მმართველი პარტიის პოზიციები. 

ამასთანავე, ნარიშკინის განცხადებით, აშშ თავის პარტნიორებსაც მოუწოდებს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ. 

"ვაშინგტონში ღიად უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თეთრი სახლის თბილისთან ურთიერთობის შემდგომი ხაზი დამოკიდებული იქნება საქართველოს მთავრობის მზადყოფნაზე, ზუსტად შეასრულოს ამერიკული მითითებები". - აცხადებს დაზვერვის სამსახურის უფროსი. 

ნარიშკინისვე განცხადებით, "საქართველოს მაგალითი მოწმობს იმაზე, რომ სწრაფვა ცალკეული ნაციონალური ელიტების სურვილი, გამოიყენონ ვაშინგტონის პატრონაჟი თავიანთი ამჟამინდელი ამოცანების გადასაჭრელად სწრაფად იწვევს დე ფაქტო სუვერენიტეტის დაკარგვას და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას როგორც საგარეო ასპარეზზე და საკუთარ ქვეყანაში ”.

წყარო:http://svr.gov.ru/

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати