USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
რუსეთის საგარეო დაზვერვა - დიდი ბრიტანეთი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ძალისხმევას აძლიერებს
თარიღი:  635

დიდი ბრიტანეთი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ძალისხმევას აძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ლონდონი გეგმავს ქართული ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდოს, რაც მათ მიერ ანტისამთავრობო საქმიანობის რადიკალიზაციას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, „დიდ ბრიტანეთს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ბრძოლის ახალი რაუნდის დაწყება სურს“.

„ბრიტანელები აპირებენ, რომ „დივერსიულად დამუხტულ“ ორგანიზაციებს ოპოზიციურ პარტიებთან ძალების გაერთიანებისკენ უბიძგონ. ლონდონის გათვლებით, ამან სისტემური პოლიტიკური ოპოზიციის „რეორგანიზაცია“ უნდა გამოიწვიოს, მას „მეორე სუნთქვა“ უნდა გაუხსნას და მმართველი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ბრძოლის ახალი რაუნდის დასაწყებად მისი მობილიზება უნდა მოახდინოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების თქმით, „ქართული ოცნების მმართველობა მათში დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს“.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ „დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დივერსიული საქმიანობის განხორციელების მიზნით დაახლოებით 100 ახალგაზრდული და სტუდენტური ასოციაცია, ფემინისტური მოძრაობები და ლგბტ ჯგუფები შეარჩია“.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „აქტივისტების“ დივერსიულ მეთოდებში მომზადებას. მომავალ მებრძოლებს ასწავლიან როგორ დაუპირისპირდნენ პოლიციას საპროტესტო აქციების დროს, გვერდი აუარონ ხელისუფლების „ციფრულ“ კონტროლს და დივერსია მოამზადონ“, - აცხადებს უწყება.

უწყების განცხადებით, დასავლეთს „აღიზიანებს საქართველოს სურვილი, განთავისუფლდეს ლიბერალურ-გლობალისტური ძალების მეურვეობისგან“.

„დასავლეთში განსაკუთრებით აღიზიანებთ ის, რომ თბილისი, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, სამხრეთ კავკასიაში „დემოკრატიზაციის ლოკომოტივი“ იყო, „ავტორიტარული გზისკენ“ სულ უფრო მეტად უხვევს და ეროვნულ ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს. ლონდონს ქართველი ხალხი არ აინტერესებს, რომელმაც გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებში ქვეყნის ხელმძღვანელობის ეროვნულ კურსს მხარი ცალსახად დაუჭირა“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის