USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
რუსეთის მხრიდან ზემო ლარსის საბაჟო – გამშვები პუნქტის გაფართოებამ გამტარუნარიანობა ორჯერ გაზარდა – რატომ ფერხდება სატვირთოების გადაადგილება საზღვარზე?
дата:  676

რუსეთის მიერ ზემო ლარსის საბაჟო – გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის შემდგომ, სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლების რაოდენობა 4  დან 13 მდე გაიზარდა, რაც შესაძლებლობას იძლევა ერთ წუთში  ერთი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება იქნეს დამუშავებული, სავარაუდოდ ამ განცხადებით  რუსეთის მხარეს საზღვარზე შექმნილი რიგების პრობლემის სიმძიმის ქართულ მხარეზე  გადატანა აქვს განზრახული.

 

2022 წლის შემდეგ ნათელი იყო, რომ  სანქციების ამოქმედების შედეგად რუსეთის ლოჯისტიკა იძულებული იქნებოდა საკუთარი ტვირთების გადაზიდვების მარშრუტების მიმართულებები შეეცვალა.

ამ თვალსაზრისით,  რუსეთმა აქცენტი ზემო ლარსის საკონტროლო – გამშვებ პუნქტზე გააკეთა,  რომლითაც თურქეთთან საქონელბრუნვის მთავარი მარშრუტის კონტური გამოკვეთა, ყოველივე ამან კი  საქართველო – რუსეთის საზღვრის გავლით  სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რუსეთის მხრისთვის ნათელი იყო, რომ გადაზიდვების მარშრუტების მიმართულებების შეცვლა, პირველ რიგში სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე ინფრასტრუქტურის გაფართოების და ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობის წინაშე დააყენებდა.

გარკვეულწილად, რუსეთმა ზემო ლარსზე ფინანსური სახსრების მობილიზირებით ინფრასტრუქტურის გაფართოება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა განახორციელა. რითაც ქართველ მხარეს  ირიბად უბიძგა ანალოგიური ქმედებისკენ.

ბოლო პერიოდში, ამ საკითხთან დაკავშირებით, მძღოლები ქართულ მხარეს საბაჟო – სასაზღვრო პროცედურების შენელებული ტემპით განხორციელებასთან დაკავშირებით გაზრდილ უკმაყოფილებას გამოთქვავენ.  

ჩვენი მიზანია მკაფიოდ დავინახოთ რუსეთის მიერ 2022 წლის შემდეგ ზემო ლარსის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის  გაფართოებისკენ თუ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული.

ახლახანს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებით ირკვევა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ზემო ლარსის საკონტროლო – გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა იმდენად მაღალია, რომ წუთში აქ საზღვარს ერთი სატვირთო მანქანა კვეთს.

ფედერალური საბაჟო სამსახურის მიერ Telegram არხზე გაკეთებული განცხადებთ „2025 წლის დასაწყისიდან ზემო ლარსის საკონტროლო – გამშვები პუნქტის ფაქტობრივი გამტარუნარიანობა დღეში საშუალოდ 1042 სატვირთო მანქანას (წუთში 1 მანქანა) და 2416 ერთეულ სამგზავრო და მსუბუქ მანქანას (წუთში დაახლოებით 2 მანქანა) შეადგენს“.

თუმცა დამატებით  განმარტებულია, რომ „ამჟამად სატვირთო მანქანების გადაადგილებას ხელს უშლის სამგზავრო და მსუბუქი მანქანებით მგზავრთა ნაკადის სეზონური ზრდა“.

 

ფაქტიურად რუსეთის საბაჟო სამსახურის ჩინოვნიკმა ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის ინსპექტირებისას გააკეთა ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება „ამჟამად, სატვირთო მანქანების გადაადგილებას ართულებს სამგზავრო და მსუბუქი ავტომობილებით მგზავრთა ნაკადის სეზონური ზრდა“, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტიური ტურისტული სეზონის გამო რუსეთის სასაზღვრო – საბაჟო სამსახურის მიერ  მითითებული სატრანსპორტო საშუალებების დაჩქარებული რეჟიმით გატარების  შემოწმება (დროის რეგლამენტირება) პრაქტიკულად შეუძლებელია.

რუსეთის მხარის ვარაუდით ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე 1 ოქტომბრიდან საზღვრის წინასწარი დაჯავშნის  ელექტრონული რიგის სისტემის ამოქმედდება სატვირთო მანქანების გადაადგილებას დაარეგულირებს.

2024 წლის დასაწყისში ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მოდერნიზაციის შემდეგ, რუსეთის მხარეს 14 ის ნაცვლად  ფუნქციონირება დაიწყო 39, მათ შორის სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის განკუთვნილმა 13 მა ზოლმა, შედეგად  სასაზღვრო გამშვები პუნქტის საპროექტო გამტარუნარიანობა, შემომავალი და გამავალი  სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის, ორჯერ გაიზარდა და დღე ღამეში  ჯამურად  1500 ერთეულამდე გაიზარდა.

დამატებითი საგზაო ზოლების გარდა, მოდერნიზაციის ფარგლებში, საავტომობილო გადასასვლელზე აშენდა 50 ახალი შენობა – ნაგებობა, გაყვანილი იქნა 6 კილომეტრზე მეტი სიგრძის კომუნალური ქსელი, დამონტაჟდა თანამედროვე აღჭურვილობა და სატელევიზიო მეთვალყურეობის, რადიაციის, წონისა და ზომის კონტროლის უახლესი სისტემები.

 

შედეგად, საზღვრის გამტარუნარიანობა თითოეული მიმართულებით 700 სატვირთო მანქანამდე გაიზარდა. თუმცა, პიკის საათებში, საავტომობილო გადასასვლელთან რიგები კვლავ რჩებოდა.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით,  ზემო ლარსის საკონტროლო – გამშვებ პუნქტს ამჟამად დღეში 2500 სატვირთო ავტომობილის გატარების შესაძლებლობა გააჩნია, პერსპექტივაში კი ამ მაჩვენებლის 4000 სატვირთო ავტომობილამდე გაზრდას ვარაუდობს.

რუსეთის მხარე, გარკვეულწილად ხაზს უსვავს, ამა თუ იმ პიკურ დღეს, გატარებული სატვირთო ავტოტრანსპორტის რეკორდულ რაოდენობაზე, ასე მაგალითად, რეკორდულად ითვლება ორივე მიმართულებით 1537 სატვირთო მანქანის გადაკვეთა, რაც საკონტროლო – გამშვები პუნქტის საშუალო გამტარუნარიანობას აღემატება.

ამ განცხადებებით, რუსეთის მხარე ხაზს უსვამს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის მხრიდან ზემო ლარსის საბაჟო – გამშვებ პუნქტზე ადრინდელი ინფრასტრუქტურული შეზღუდვები, ფაქტიურად აღმოფხვრილია და სატრანსპორტო საშუალებების ნებისმიერი დაყოვნება ქართული მხარის პრეროგატივას განეკუთვნება.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати