USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
რუსეთის ეკონომიკა 2.1%-ით შემცირდა
თარიღი:  578

წყარო:bm.ge

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის წინასწარი მონაცემები გაასაჯაროვა. ოფიციალური უწყების შეფასებით, გასულ წელს რუსეთის ეკონომიკა 2.1%-ით შემცირდა, რაც IMF-ისა და რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზთან შედარებით გაცილებით უკეთესი შედეგია.

შეგახსენებთ, რომ ომის საწყის პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდი რუსეთის ეკონომიკის 6%-ით შემცირებას პროგნოზირებდა, წლის ბოლოსათვის კი პროგნოზები გადაიხედა და საერთაშორისო ინსტიტუტები 3.5%-იან შემცირებას მოელოდნენ.

მიმდინარე ფასებითა და ვალუტის კურსით, რუსეთის ეკონომიკის მოცულობა 2.02 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 42 მილიარდი დოლარით შემცირებული მაჩვენებელია.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის