USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
რუსეთის დუმის 18 დეპუტატი ჰოსპიტალიზებულია კორონავირუსით დიაგნოზით
თარიღი:  695

რუსეთის დუმის 18 დეპუტატი კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია. “ინტერფაქსის” ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

“გასულ ორშაბათს 10 დეპუტატი იყო გადაყვანილი საავადმყოფოში კორონავირუსით, დღეს მათი რიცხვი 18-ია. საერთო ჯამში, 60 დეპუტატი გვყავს, ვინც დაავადებულია, გადაიტანა კორონავიურის ან აქვს ანტისხეულები კორონავირუსის მიმართ”, – განაცხადა ვოლოდინმა.

სპიკერის თქმით, ამის გამო რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატაში გაძლიერებულია ეპიდემიოლოგიური თავდაცვის ღონისძიებები, კომიტეტების სხდომებისა და მრგვალი მაგიდების ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გადატანის ჩათვლით.

23 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით დაავადების შემდეგ სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვახა აგაევი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის