USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
Тбилиси
რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა $25 მილიარდს მიაღწია | ნავთობის და გაზის შემოსავლები შემცირდა
дата:  912

მსოფლიოს მასშტაბით რუსული ნავთობის გაიაფებისა და საერთაშორისო სანქციების ამოქმედების ფონზე, რუსეთის ფედერაციის საბიუჯეტო შემოსავლები მკვეთრად მცირდება. იანვარში ბიუჯეტის დეფიციტმა 25 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 1998 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

დეფიციტის გაღრმავება ნავთობისა და გაზის სარეალიზაციო შემოსავლების შემცირებითაა განპირობებული. ერთწლიან ჭრილში ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები 46%-ითაა შემცირებული.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვარში რუსეთმა ენერგორესურსებიდან 426 მილიარდი რუბლის საბიუჯეტო შემოსავლის მიღება შეძლო, რაც 6 მილიარდი ამერიკული დოლარის ეკვივალენტია. შედარებისთვის, გასული წლის იანვარში აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტი იყო.

გთავაზობთ ენერგორესურსებით მიღებულ საბიუჯეტო შემოსავლებს თვეების მიხედვით:

2022 წელი:
იანვარი – 795 მლრდ რუბლი | $11.2 მლრდ
თებერვალი – 972 მლრდ რუბლი | $13.7 მლრდ
მარტი – 1,208 მლრდ რუბლი | $17.0 მლრდ
აპრილი – 1,812 მლრდ რუბლი | $25.5 მლრდ
მაისი – 871 მლრდ რუბლი | $12.3 მლრდ
ივნისი – 718 მლრდ რუბლი | $10.1 მლრდ
ივლისი – 771 მლრდ რუბლი | $10.9 მლრდ
აგვისტო – 672 მლრდ რუბლი | $9.5 მლრდ
სექტემბერი – 688 მლრდ რუბლი | $9.7 მლრდ
ოქტომბერი – 1,282 მლრდ რუბლი | $18.1 მლრდ
ნოემბერი – 867 მლრდ რუბლი | $12.2 მლრდ
დეკემბერი – 932 მლრდ რუბლი | $13.1 მლრდ

2023 წელი:
იანვარი – 426 მლრდ რუბლი | $6.0 მლრდ

ყველაზე მაღალი შემოსავლები რუსეთის ფედერაციამ მარტი-აპრილის პერიოდში მიიღო, კერძოდ, 25.5 მილიარდი დოლარი. აღნიშნულ პერიოდში საერთაშორისო ბირჟაზე ბარელი რუსული ნავთობის ფასი 100 დოლარის ფარგლებში იყო, ამჟამად კი ის 50 დოლარის დიაპაზონში ივაჭრება. აქვე გასათვალისწინებელია ბუნებრივი აირის ექსპორტი, რომელიც ევროკავშირში ამჟამად პრაქტიკულად შეწყვეტილია.

აპრილის $25.5 მილიარდთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარში საბიუჯეტო შემოსავლები 76%-ითაა შემცირებული.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის დეფიციტის დასაძლევად მთავრობამ სტრატეგიული რეზერვების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. იანვარში ხაზინამ 3.6 ტონა ოქრო გაყიდა, სავალუტო ბირჟაზე კი 2.3 მილიარდი ჩინური იუანი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო რეზერვები დასავლური სახელმწიფოების მიერ გაყინულია, შესაბამისად, ქვეყანას დეფიციტის შესავსებად მხოლოდ ადგილობრივი რეზერვები და რესურსები აქვს დარჩენილი.

мир
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати