USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
„რუსეთის არმიაში ჯარისკაცების მიერ სამხედრო ნაწილების თვითნებური დატოვება რეკორდულად გაიზარდა“ - «The Spactator»
дата:  347

ბრიტანული „სფექთეითორი“ (The Spactator) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთის არმიაში ჯარისკაცების მიერ სამხედრო ნაწილების თვითნებური დატოვება რეკორდულად გაიზარდა“ (ავტორი - ლიზ ჰასელდინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ძალიან ცოტა რუსი ჯარისკაცი თუ მიდის საკუთარი ნებით უკრაინის „ხორცსაკეპში“, სადაც რუსეთმა უკვე დაახლოებით 100 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ჯერ კიდევ შარშან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ მოხალისე მებრძოლების შეგროვება ციხეებსა და კოლონიებში დაიწყო, შემდეგ კი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოეცხადებინა. ოფიციალურად ჯარში გაწვეული იქნა 300 ატასი მოქალაქე, თუმცა ჭეშმარიტი რაოდენობა ბევრად მეტია. უფრო მეტი რუსი - მილიონამდე - საზღვარგარეთ გაიქცა.

რუსულ არმიას კიდევ ერთი სნეულება ურთულდება: ბოლო დროს, რუსეთის სამხედრო სასამართლოებში განხილული საქმეებიდან პირველ სარეკორდო ადგილს იკავებს მობილიზებულ ჯარისკაცთა უნებართვოდ წასვლა სამხედრო ნაწილებიდან (ე.წ. ‘სამოვოლკა“). ამ დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით.

რუსული კვლევითი გამოცემის „მედიაზონას“ მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე, ანუ ოთხი თვის განმავლობაში, სამხედრო სასამართლოებში შეტანილი იქნა „სამოვოლკების“ 1053 საქმე, რაც ბევრად მეტია 2022 წლის 12-თვიან მონაცემებზე, როცა სასამართლოებში მხოლოდ 1001 საქმე იქნა განხილული. და თუ ასე გაგრძელდება, მაშინ წლის ბოლომდე საქმეთა რაოდენობა სამჯერ გაიზრდება.

აპრილის მონაცემების მიხედვით, რეგიონებში ჯარისკაცების მიერ სამხედრო ნაწილების მიტოვების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა მოსკოვის, სამარისა და კალინინგრადის ოქლებში. ეს უკანასკნელი რუსეთის „ბალტიისპირა ფორპოსტს“ წარმოადგენს, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს.

როგორც ჩანს, სამხედრო რეპრესიები უკრაინის ომის გაჭიანურების კვალობაზე კიდევ გაგრძელდება. მიმდინარე კვირაში მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოში 12 ჯარისკაცის საქმე იხილება, რომლებმაც სამხერო ნაწილები უნებართვოდ მიატოვეს. ჩელიაბინსკის ოლქში, რომელიც უცხოეთის სახელმწიფოს - ყაზახეთს ესაზღვრება, სასამართლოს წინაშე 8 რუსი ჯარისკაცი წარსდგა. დამნაშავედ აღიარებულ სამხედრო მოსამსახურეებს  მკაცრი სასჯელი ელოდებათ - გამასწორებელ კოლონიებში ხანგრძლივი პატიმრობით. ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ერთ-ერთ რიგით ჯარისკაცს, რომელიც „სამოვოლკაში“ ხუთი კვირის განმავლობაში იყო, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოიუსაჯეს.

მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლო დროს ყველაზე მეტად შესამჩნევი ტენდენცია ისაა, რომ „სამოვოლკის“ მოყვარულ ჯარისკაცებისათვის მოსამართლეებს პირობითი სასჯელის განაჩენი გამოაქვთ. ამის მიზეზი ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებაში იმალება: მათ მისჯილი ვადა ფრონტზე უნდა მოიხადონ, ანუ ისინი ვალდებულნი არიან ფაქტიურად გაურკვეველი ვადით იბრძოლონ. მათ სასჯელის მოხდის პერიოდში სახლში წასვლა (შვებულება) აკრძალული აქვთ. თუ ჯარისკაცი კიდევ გაიმეორებს სამსახურის ადგილის მიტოვებას, ის რეციდივისტი ხდება და მისნაირებს საპატიმროებში გზავნიან.

რუსეთის არმიაში „სამოვოლკების“ რაოდენობის ზრდა იმაზე მიუთითებს, თუ რა დაბალ დონეზეა „პატრიოტული სულისკვეთება“ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. ჯარისკაცები პრაქტიკულად სასოწარკვეთილებაში არიან ჩავარდნილნი. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ  მეთაურები ჯარისკაცებს აძალებენ, რომ ისინი თავიანთი ამხანაგების სასამართლო სხდომებს დაესწრნონ - იმ მიზნით, რომ მომხდარი ფაქტი სხვებისთვის გაკვეთილი იყოს.

როგორც ფაქტები მოწმობს, მობილიზაციის დროს რუსი მამაკაცები იძულებით იქნენ წაყვანილი ფრონტზე. ახლა კი ვლადიმერ პუტინის ისევე უჭირს სამხედროების ფრონტზე შენარჩუნება, როგორც მათი გაწვევა.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/record-numbers-of-russian-soldiers-are-going-awol

 

Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати