USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
თბილისი
რუსეთი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების იმპორტის #1 ბაზარი გახდა
თარიღი:  967

 

რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის საწვავის იმპორტის #1 ბაზარი გახდა. 2021 წელს ამ პოზიციას თურქმენეთი იკავებდა, თუმცა წელს საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ქართველი ნავთობიმპორტიორები უფრო იაფიან ბაზრებზე გადაეწყვნენ და რუსეთიდან იმპორტი გაზარდეს.

2022 წლის პირველ 5 თვეში საქართველომ $461 მილიონის ღირებულების 494,538 ათასი ტონა საწვავი შეიძინა. თანხობრივად იმპორტის ღირებულება 80%-ით, იმპორტირებული ნავთობის მოცულობა კი 7%-ით არის მომატებული. უშუალოდ რუსეთიდან იმპორტის მოცულობა 45%-ით გაიზარდა.

ქვეყნების მიხედვით, ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობა ასე ნაწილდება (2022 იანვარ-მაისი):

1. რუსეთი - 138,663 ათასი ტონა, იმპორტის 28%;
2. რუმინეთი - 103,889 ათასი ტონა, იმპორტის 21%;
3. თურქმენეთი - 85,389 ათასი ტონა, იმპორტის 16.5%;
4. ბულგარეთი - 76,409 ათასი ტონა, იმპორტის 15.5%;
5. აზერბაიჯანი - 56,507 ათასი ტონა, იმპორტის 9.7%.

შედარებისთვის მთლიანად 2021 წელს ბაზარი ასე იყო გადანაწილებული:

1. თურქმენეთი - 304,193 ათასი ტონა, იმპორტის 24%;
2. აზერბაიჯანი - 228,491 ათასი ტონა, იმპორტის 18%;
3. რუსეთი - 224,706 ათასი ტონა, იმპორტის 18%;
4. რუმინეთი - 206,091 ათასი ტონა, იმპორტის 16%;
5. ბულგარეთი - 167,815 ათასი ტონა, იმპორტის 13%.

მაისში აპრილთან შედარებით რუსული ნავთობის იმპორტი 70%-ით გაიზარდა და მან $50 მილიონს მიაღწია. ეს ამ პერიოდში იმპორტის მოცულობის 46% იყო.

მაისში საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო, რომ რუსული საწვავი ევროპულზე იაფი იყო. სავარაუდოდ, სწორედ დაბალი ფასის გამო, ბიზნესმა რუსეთიდან იმპორტი გაზარდა.

ამჟამად, ერთი ტონა ბენზინის (platts) ფასი 1,360 დოლარია. ამ ფასთან შედარებით რუსული საწვავი რამდენიმე პროცენტით უფრო იაფია. 

BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი რუსული საწვავი შემოიტანეს, ეს სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

წყარო:https://bm.ge/ka/

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის