USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
რუსეთი ნატოს ალიანსის წევრ და მოკავშირე ქვეყნებზე ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი აქტიური მწარმოებელია
თარიღი:  805
2021 წლის იანვარში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ (ნატო) გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც დეტალურად არის განხილული, თუ როგორ და რა სიხშირით ახორციელებს რუსეთი სხვადასხვა ქვეყნის ენერგოსექტორის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს, რითაც დარტყმის ქვეშ აყენებს ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
 
„ჰიბრიდული ომი“ და ზოგადად, ტერმინი „ჰიბრიდული საფრთხეები“ ნიშნავს ქმედებათა ერთობლიობას, რომელსაც მიზანმიმართულად ახორციელებს ესა თუ ის სახელმწიფო. მისი მიზანია, ღია თუ ფარული სამხედრო და არასამთავრობო მეთოდების შერწყმით, დაამარცხოს ან დააზიანოს სამიზნე ჯგუფი. ჰიბრიდული საფრთხეები მოიცავს დეზინფორმაციის, კიბერშეტევების, ეკონომიკური ზეწოლის, კრიმინალური თუ არარეგულარული შეიარაღებული დაჯგუფებების გადასხმას და კიდევ არაერთი სხვა მეთოდის ერთობლივ და კოორდინირებულ გამოყენებას.
 ალიანსის წევრ და მოკავშირე ქვეყნებზე ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი აქტიური მწარმოებელი რომ რუსეთია, ამას ამტკიცებს სტატიაში განხილული სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით:
 
ბულგარეთი და რუმინეთი - სადაც დეზინფორმაციული კამპანიებისა და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, ფერხდებოდა ამ ქვეყნების ჯანსაღი მცდელობა, აღარ ყოფილიყვნენ დამოკიდებული რუსეთის ენერგეტიკულ წყაროებზე.
 
უნგრეთი - სადაც რუსეთმა პოლიტიკურთან ერთად, ეკონომიკური გავლენაც გამოიყენა, რომ განახლებადი ენერგორესურსების ათვისება შეეჩერებინა. პაქსის ბირთვული ელექტროსადგურის (Paks Nuclear Power Plant) გაფართოება, დღეს, რუსული ენერგეტიკული ტექნოლოგიის გამოყენებით მიმდინარეობს, რისთვისაც რუსეთმა 10 მლრდ ევროს სესხი გამოჰყო.
 
 გერმანია - სადაც რუსეთმა ანალოგიურად იმოქმედა: გამოიყენა თავისი კომერციული და პოლიტიკური კავშირები, დაიწყო კიბერშეტევები ენერგეტიკული კომპანიების წინააღმდეგ, ხელოვნურად წამოწია გერმანიის ენერგოუსაფრთხოების საკითხი და ამით ხელი შეუწყო Nord Stream II მილსადენის მშენებლობას. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ევროპის მომარაგება რუსული გაზით 110 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. შესაბამისად, გაიზრდება არა მხოლოდ ენერგიის მიწოდება ევროპისთვის, არამედ ენერგოდამოკიდებულებაც რუსეთზე.
 
აშკარაა, რომ ჰიბრიდული ომი საქართველოშიც აქტიურ ფაზაშია, რაც ჩვენი ქვეყნისა და მისი ენერგოდამოუკიდებლობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. საქართველოში ნამდვილად არ გვინახავს რუსული ინვესტორი კომპანია, რომელიც ჰესების მშენებლობაში ინვესტიციას განახორციელებს, თუმცა სახეზეა მრავალი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ჩვენი განახლებადი რესურსების ათვისების წინააღმდეგაა მიმართული.
 
სწორედ ამიტომ, ნატოს მიერ გამოქვეყნებული სტატია მრავალმხრივ საყურადღებოა. უნდა შევძლოთ ქვეყანაში არსებული ჰიბრიდული საფრთხეების დანახვა და შეფასება, რისკების განსაზღვრა და სიტუაციის სწორი ანალიზი იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი ენერგომომავალი.
 
სტატია იხილეთ: https://bit.ly/3wgeYXa
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის