რუსეთის ფედერაცია გეგმავს, სამი უმსხვილესი ნავთობკომპანია, კერძოდ "როსნეფტი", "გაზპრომნეფტი" და "ლუკოილი" ერთ საერთო კომპანიად ჩამოაყალიბოს. ამის თაობაზე სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, საინფორმაციო გამოცემა The wall street journal წერს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს თუ ასე მოხდა, მსოფლიოში ზომით და სიდიდით მეორე ნავთობკომპანია შეიქმნება, რომელიც მოცულობებით, მხოლოდ საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-ს ჩამოუვარდება.
რას შეცვლის ასეთი ვითარება მსოფლიო ნავთობის ბაზარზე, ჯერ ამის თქმა რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოში ახალ ენერგოგიგანტი გაჩნდება და ეს გაერთიანება თუ მოხდა, ეს იქნება ნომერ მეორე ყველაზე მსხვილი ნავთობის მწარმოებელი კომპანია პლანეტაზე, რომელიც დასავლურ სანქციებს მარტივად გაუმკლავდება. ასევე გაერთიანებული კომპანია შეძლებს გაცილებით მეტი ფულის შოვნას და შემოსავლის მიღებას, ვიდრე ეს კომპანიები ამ დრომდე ცალ-ცალკე ახერხებდნენ. ამასთან, "ლუკოილის" დუბაის ოფისი იქნება მთავარი წარმმართველი ამ ვითარებაში.
ინფორმაციისთვის, სწორედ დუბაიში მდებარეობს უმსხვილესი trade-in კომპანია litasco, რომელიც როსნეფტი, გაზპრომნეფტი და ლუკოილის გაერთიანების შემთხვევაში, პლანეტის რიგით მეორე ენერგოგიგანტისთვის გაყიდვის მთავარი ლოკაცია გახდება.
ამით კი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საშუალება მიეცემა, რომ გაამყაროს კონტროლი გაყიდულ ნავთობსა და მთლიანად ეკონომიკაზე. ისევე როგორც, გაცილებით სარფიანად გაყიდოს რუსული ნავთობი ჩინეთსა და ინდოეთზე.
წყარო:https://bm.ge/
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.