USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
რუსეთ-უკრაინის ომი შეჯამება 26 აგვისტოს მდგომარეობით
თარიღი:  1415
- აფეთქება მოხდა რუსეთის ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 2500 კილომეტრში ყაზახეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს და რუსეთში უმსხვილესია. ომსკში გადის ტრანსციმბირული ნავთობსადენიც, რომელიც შემდგომ ირკუტსკში ჩადის და იქიდან ჩინეთს ამარაგებს. თუკი ომსკისა და ტომსკის ნავთობსადენების კვანძები განადგურდება, პრაქტიკულად შორეული აღმოსავლეთი რუსული ნავთობის გარეშე აღმოჩნდება. ამჯერად აფეთქების შედეგად გამოწვეული ცეცხლი ლოკალიზებულია, მაგრამ მიზეზია დაუდგენელი. ცხადია, დივერსიული მოქმედებები გამორიცხული არ არის.
- საფრანგეთში დაკავებულ იქნა საკომუნიკაციო აპლიკაციის, ტელეგრამის დამაარსებელი პაველ დუროვი. იგი წარმოშობით რუსია, მაგრამ ამჯერად არაბთან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა. საინტერესო სხვა რამაა: რუსული პრესა აჭრელებულია დუროვის დაკავების ამბით. ისინი შფოთავენ, ხომ არ ჩაუვარდება საფრანგეთის უშიშროებას ხელში ის კოდირებისა და უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც ტელეგრამს ჰქონდაო. რუსულ პრესაში იმასაც წერენ, რომ სწორედ ტელეგრამის მეშვეობით ხდება ხოლმე სამხედრო კომუნიკაციის ნაწილის წარმართვა და რომ თუკი აღნიშნული მიმოწერა საფრანგეთის ხელში აღმოჩნდება, ამით გართულდება რუსეთის სამხედრო კომუნიკაციის მდგომარეობა. ამასთან, რუსული გამოცემები აღნიშნავენ, რომ უკვე დიდი ხანია საჭირო იყო შექმნილიყო რუსული საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც მხოლოდ რუსეთში იქნებოდა გამოყენებული, პირველ რიგში კი სამხედრო მიზნებისათვის. აქვე ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ პირველად ინტერნეტი სწორედ სამხედრო მიზნისთვის შეიქმნა ასე, რომ ინტერნეტით კომუნიკაციის ამბავი მოულოდნელი სულაც არ არის.
დუროვს ბრალად ტელეგრამზე მოდერაციის არარსებობა ედება, რაც ნიშნავს, რომ ყველა სახის მომხმარებელს შეეძლო მრავალმხრივი არალეგალური სავაჭრო საქმიანობა ეწარმოებინა აპლიკაციის გავლით.
- დღეს უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიშები იქნა მიტანილი. 236 გაშვებული რაკეტა და საბრძოლო დრონი შეფრინდა უკრაინის ტერიტორიაზე, რომლიდანაც 201-ის განეიტრალება მოახერხეს უკრაინელებმა. რუსების სამიზნე მნიშვნელოვანი ენერგოინფრასტრუქტურა იყო. მეტიც, მათ დარტყმა განახორციელეს კიევის კაშხალზეც, რომლის დანგრევა სარაკეტო იერიშებით ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ პოლიტიკური ნების პრეცედენტია საშიში, რადგან კაშხალის პოტენციური კოლაფსი კიევისათვის ბირთვული დარტყმის ტოლფასი იქნება. ესაა კრემლის სიგნალი იმაზე, რომ ის მზადაა ამისათვის, მაგრამ ცივილიზებულმა მსოფლიომ ეს ისედაც კარგად იცის, მით უფრო უკრაინამ, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ეგზისტენციალურ ომშია ჩართული.
აღსანიშნავია ისიც, რომ 115 ფრთოსანი რაკეტიდან 99 იქნა ჩამოგდებული უკრაინელთა მიერ. ეს შედეგი ძალიან მაღალია. რუსებს ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად არ აქვს ასეთი მასშტაბური იერიშების განხორციელების საშუალება და დაახლოებით თვენახევარში ერთხელ ახდენენ ხოლმე შეგროვებული რაკეტებისა და დრონების გახარჯვას. ეს კი უკრაინას ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს.
უკრაინელებმა აღნიშნეს, რომ რუსეთზე საპასუხო დარტყმა იქნება. რუსეთი აგრესორია, შესაბამისად რუსეთის ტერიტორია მთლიანად ლეგიტიმური სამიზნე იქნება, მაგრამ რუსეთისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლოჯისტიკა და ენერგეტიკაა. მათი წარმატებული შეფერხება ომში მარცხის დაჩქარებას ნიშნავს.
- რუსულმა სამხედრო დრონმა დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე, თუმცა მისი ჩამოგდება არ მომხდარა პოლონელების მიერ. ზოგადად, სამხედრო დრონებისა თუ ფრთოსანი რაკეტების ტრაექტორია წინასწარ დგება ხოლმე, შესაბამისად, რუსების მხრიდან შემთხვევით არ მომხდარა პოლონეთის ტერიტორიაზე დრონის შეფრენა. ესაა დასავლეთისათვის პოლიტიკური ზიანის მიყენების მცდელობა, რომ თითქოს ნატო უუნაროა და რუსეთი ძალის დემონსტრირებას ახდენს. ზოგადად, ეს პირველი შემთხვევა არ არის და არც მხოლოდ პოლონეთია გამონაკლისი. რამდენიმე თვის წინ დრონები რუმინეთის ტერიტორიაზეც ჩამოცვივდა. სასურველია ნატომ პასუხი გასცეს ამ საკითხს. და პასუხი ვერბალური კი არა თავდაცვითი იყოს.
- კურსკის ოლქში რუსები კონტრშეტევისათვის ემზადებიან. მათ დიდი ძალები გაიყვანეს ხარკივის ოლქის როგორც სასაზღვრო ზონიდან - ვოვჩანსკიდან - სადაც მაისიდან მოყოლებული იყვნენ, ისე კუპიანსკის სიახლოვიდან (უშუალოდ კუპიანსკი უკრაინელთა ხელშია). უცნობია რა რაოდენობის ძალას მოუყარეს რუსებმა თავი, მაგრამ საუბარია დაახლოებით 20 ათასამდე სამხედროზე, რომელთა ნაწილიც ხარკივის ოლქის გარდა ყირიმიდან და რუსეთის კალინინგრადიდან იქნა კურსკისკენ გადასროლილი. ბოლო დღეებია უკრაინელები რუსი ტყვეების აყვანისას გაწვეულ წვევამდელებს კი არა საზღვაო ქვეითებსა და სადესანტო ნაწილების წევრებს იგდებენ ხელთ.
მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ რუსი პროპაგანდისტები ამ თემაზე აქტიურად არ საუბრობენ. წინასწარ დაანონსებული, მაგრამ წარუმატებელი კონტრშეტევის შემთხვევაში შესაძლოა ძალიან სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდეს კრემლი. ამიტომაცაა ასეთი მიდგომა კრემლიდან.
- კურსკის ოლქში უკრაინელებმა თავდაცვის პოზიციების მოწყობა დაიწყეს. სანგრების აქტიურ თხრასთან ერთად ფორტიფიკაციებიც იქმნება. უშუალოდ შეტევის მიმართულებად გლუშკოვოს რაიონი რჩება, მდინარე სეიმის სანაპიროზე, რომელზეც ხიდები აფეთქებულია, მაგრამ ზუსტად თუ რა ვითარებაა არაა ცნობილი. ვიცით ისიც, რომ უკრაინელთა მხრიდან რუსული სამხედრო ხიდები - პონტონები - იბომბება, მაგრამ რუსები ახალ-ახალ ხიდებს აგებენ კვლავ. ანუ რუსეთი მაქსიმალურად, დიდი ძალებითა და მსხვერპლით ცდილობს ამ ზონის შენარჩუნებას. თუკი უკრაინელებმა შეძლეს მდინარე სეიმის სამხრეთით რუსული ნაწილების განადგურება და ტერიტორიის დაკავება, მაშინ ისინი ძალიან კარგ თავდაცვით პოზიციებში აღმოჩნდებიან. მდინარე, როგორც ბუნებრივი ბარიერი საკმაოდ ეფექტურია.
რუსები იმასაც წერენ, რომ კურსკის ოპერაცია კვლავ მხოლოდ დასაწყისია და შესაძლოა ყურადღების გადატანის საფუძველი იყოს და რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინელებმა შეიძლება საერთოდ სხვაგან დაიწყონ იერიშები, მათ შორის უშუალოდ უკრაინაშივე, ოკუპირებულ ტერიტორიაზევე. რუსები არ გამორიცხავენ საზღვაო დესანტსაც.
- უკრაინაში, დონეცკის ოლქში სიტუაცია კვლავ მძიმეა და საბრძოლო მოქმედებები პოკროვსკის მიმართულებაზე კვლავ ქალაქებში ჰროდივკასა და ნოვოჰროდივკაში მიმდინარეობს. ჯერჯერობით, ბოლო 48 საათია აქ სიტუაცია არ შეცვლილა.
- ბელარუსს დამატებითი სამხედრო ნაწილები ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვართან. მათ შორის დარჩენილი "ვაგნერის" ნაწილებიც. ოფიციალურმა კიევმა ლუკაშენკას შეუთვალა, გაიყვანოს სამხედრო ნაწილები სასაზღვრო ზონიდან და არც იფიქროს სამხედრო მოქმედებების წარმოება თორემ ეს მის რეჟიმს ძალიან ძვირად დაუჯდება. რეალურად ეს მართლაც ასეა, რადგან ბელარუსის არმიას არავითარი სამხედრო მოტივაცია არ აქვს უკრაინასთან ომის, ხოლო უკრაინულ არმიას ბელარუსის ტერიტორიაზე, როგორც გამათავისუფლებლებს ისე შეხვდებიან. ლოგიკურია ვთქვათ, რომ კრემლი ახდენს ზეწოლას ლუკაშენკაზე ან დაიწყოს აგრესიული ქმედება უკრაინის წინააღმდეგ ან შექმნას ისეთი ვითარება, რომ უკრაინელებს აიძულოს ფოკუსი ამ მიმართულებითაც ჰქონდეს გასწორებული. თუმცა ლუკაშენკა თვითგადარჩენაზე ორიენტირებულია და ალბათ იმდენი პოლიტიკური ინსტინქტი შერჩა, რომ არ ჩაებას ომში.
საზოგადოება
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.