USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
თბილისი
„რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ფილმის დებიუტი შანხაის კინოფესტივალზე“- «Shanghai Daily» (ჩინეთი)
თარიღი:  208

ჩინეთის ქალაქ შანხაის ყოველდღიურ ინგლისურენოვან გაზეთ „შანჰაი დეილში“ (Shanghai Daily) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ფილმის დებიუტი შანხაის კინოფესტივალზე“ (ავტორები - მიაო ჟენუანი და სიუ ვეი), რომელშიც  განხილულია რეჟისორ ოლღა ბიჩკოვას მიერ გადაღებული რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ფილმის „ნინას“ დებიუტი 12 ივნისს, შანხაის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მთავარი საკონკურსო პრემიის „ოქროს თასის“ მოსაპოვებლად („ნინა“ ფილმის საერთაშორისო სახელია, მას აქვს ქართული დასახელებაც - „ჯონჯოლი“).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ფილმის შინაარსი:

ნინა 30 წლის ქალია, იგი მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს მოსკოვში, ჰყავს მზრუნველი და ოჯახის მოამაგე ქმარი, ასევე ზრდის მცირეწლოვან ვაჟს და აქვს სამუშაო, რომელიც მას ძალიან მოსწონს. და ამ დროს გაისმის ტელეფონის ზარი თბილისში მცხოვრები ყოფილი შეყვარებულისაგან - რუსლანისაგან, რომელიც მძიმედ არის ავად. სწორედ ეს ზარი ანგრევს ნინას მშვიდ ცხოვრებას. რუსლანი სთხოვს მას, რომ თბილისში ჩავიდეს, სადაც ისინი ადრე ერთად ცხოვრობდნენ და დაეხმაროს. ნინა იღებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილებას, იგი ფიქრობს, რომ უკან მალე დაბრუნდება, მაგრამ ბედი სხვაგვარად განსჯის: ორივეს ცხოვრება რადიკალურად იცვლება, რაც საბოლოოდ ტრაგიკული ფინალით მთავრდება.

რუსი მსახიობი იულია პერესილდი ასრულებს ნინას - მგრძნობიარე და დაუცველი ქალის როლს. შანხაელმა მაყურებელმა იულიას მიერ განსახიერებული ნინას - როგორც რბილი ხასიათის და იმავდროულად სიცოცხლისმოყვარული მკაცრი ადამიანის - როლი მაღალ დონეზე შეაფასა.

„რაც შეეხება ნინას, მას იმედი აქვს, რომ სიყვარულის გრძნობას შეინარჩუნებს, მაგრამ ამისთვის ქალი ძალიან მაღალ ფასს იხდის“, - ამბობს 38 წლის ცნობილი რუსი მსახიობი იულია პერესილდი, რომელსაც უკვე ათობით როლი აქვს შესრულებული კინოსა და სატელევიზიო სერიალებში, მათ შორის იმ ფილმშიც, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზეა გადაღებული, რეალურ სიტუაციაში.

ფილმის პროდიუსერის ეკატერინა ფილიპოვას თქმით, რეჟისორ ოქსანა ბიჩკოვასათვის ნინას პერსონაჟი თავის პირად აზრებს და კონცეფციას განასახიერებს, ხოლო მთავარი გმირის პროტოტიპი ნამდვილად არსებული ადამიანი გახლავთ, მის თავს გადახდენილი ისტორიით.

„რეჟისორს ამ ისტორიით სურს აჩვენოს მაყურებელს, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება, მაგრამ არცთუ იშვიათად, არჩევანის გაკეთების შედეგად შესაბამისი ძვირი ფასის გადახდაც გვიწევს“, - აღნიშნავს იულია პერესილდი გაზეთ „შანჰაი დეილის“ კორესპონდენტებთან საუბრის დროს.

წყარო: https://www.shine.cn/feature/entertainment/2306132671/

რეგიონი
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.