რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, ყველაზე მძიმე შედეგები შევჩენკოვის რაიონშია, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მთელი სადარბაზო განადგურდა.
„ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ჩვენი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები“, - აღნიშნა მინისტრმა.
თავდასხმის შედეგად ასევე დაზარალდა პოდოლსკის, გოლოსეევსკის, სვიატოშინსკის, სოლომენსკის და დარნიცკის რაიონები.
დღეს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად დატოვებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აშშ-ის 2024-2025 წლებში ორგანიზაციაში შესატანი 260 მილიონი დოლარი ჯერჯერობით არ გადაუხდია.
აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, აშშ-მა ორგანიზაციის დატოვებამდე ყველა გადაუხდელი დავალიანება უნდა დაფაროს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების საკითხს ჯანმოს აღმასრულებელი საბჭო თებერვალში განიხილავს.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი გასულ წელს, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა.