USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რუსების მიერ განადგურებული ლეგენდარული An-225 Mriya მწყობრში ბრუნდება
Date:  996
გერმანულ გაზეთ "ბილდში" გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად, უკრაინის ავიამშენებელმა კომპანია "ანტონოვმა" ომის გამო დაზიანებული (თითქმის განადგურებული) მსოფლიოში უდიდესი სატვირთო თვითმფრინავის "ან-225"-ის ("მრია" - "ოცნება") აღდგენა დაიწყო - "გასაიდუმლოებულ ადგილზე".

უკრაინამ მეორე An-225 Mriya თვითმფრინავის მშენებლობა დაიწყო. ის ჩაანაცვლებს ლეგენდარულ „ოცნების“ ლაინერს, რომელიც რუსებმა უკრაინაში, კერძოდ გოსტომელში შეჭრისთანავე გაანადგურეს. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ Antonov-ის სახელმწიფო საწარმოს გენერალურმა დირექტორმა ევგენი გავრილოვმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი Mriya უკვე 30%-ით მზადაა. სამუშაო ფარულ ადგილას მიმდინარეობს. მეორე An-225 უზრუნველყოფილი იქნება როგორც ახალი ნაწილებით, ასევე დაზიანებული თვითმფრინავის ნაწილებით, - აღნიშნა გავრილოვმა.

მეორე Mriya-ს მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 500 მილიონი ევროა. ცნობილია, რომ დაფინანსების მოძიებაში კომპანიას ლაიფციგის/ჰალის საერთაშორისო აეროპორტიც ეხმარება. რუსების მიერ განადგურებული An-225 აღნიშნული აეროპორტის ხშირი სტუმარი იყო. გარდა ამისა, ავიაკომპანია Antonov-ი სწორედ ამ აეროპორტშია, დროებით, ბაზირებული.

ლეგენდარული An-225 Mriya თვითმფრინავი გაანადგურეს რუსმა დამპყრობლებმა 2022 წლის 27 თებერვალს გოსტომელში. ბორტი დაიწვა რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდასხმის შედეგად.

თავის დროზე, 1980-იანი წლების პირველ ნახევარში, "ან-225"-ის შექმნაში ბევრი საბჭოთა ქარხანა და დაწესებულება მუშაობდა: კიევის მექანიკური ქარხანა, ზაპოროჟიეს ავიაძრავების ქარხანა, ულიანოვსკის საავიაციო ქარხანა, ვორონეჟის საავიაციო ქარხანა, ტაშკენტის საავიაციო ქარხანა და სხვა მრავალი.
სამ წელიწადში აიგო თვითმფრინავი, რომელსაც 250 ტონა ტვირთის წაღება 12 ათას კილომეტრ სიმაღლეზე შეეძლო საათში 850 კილომეტრი სისწრაფით.
 
1988-1994 წლების მანძილზე თვითმფრინავმა 110 მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ხოლო მისი რეკონსტრუქციის, შემდეგ ეს რიცხვი 127-მდე გაიზარდა. ან-225 -ის სიგრძე 84 მეტრია, მისი სიმაღლე კი 18,2 მეტრი. 88 ადგილია მგზავრებისათვის, ხოლო 6 ეკიპაჟისათვის. თვითმფრინავის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ. 
 
უდიდესი სიმძლავრის მქონე ექვს რეაქტიულძრავიანი "ან-225"-ის პირველი გაფრენა 1988 წლის 21დეკემბერს განხორციელდა. სხვათა შორის, სწორედ ამ თვითმფრინავით გადაიტანეს პირველი საბჭოთა შატლი" - მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი "ბურანი" ბაიკონურის კოსმოდრომზე, შემდეგ კი, როცა "ბურანი" კოსმოსიდან დაეშვა, ბაიკონურიდან პარიზში, ავიასალონში.
"ავიასალონის დამთვალიერებლებმა, თვითმფრინავზე კოსმოსური ხომალდი რომ დაინახეს, გაოცებისაგან პირი დააღესო", - იხსენებს თვითმხილველი.
 
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way