USD 2.6315
EUR 3.0089
RUB 3.3609
თბილისი
რუბიო აცხადებს, რომ ირანთან ომი დასრულებულია და აშშ-მა გამარჯვებას მიაღწია
თარიღი:  1443

შშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ოთხშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცება იმის შესახებ, რომ ირანთან ომი „დასრულებულია“ და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „გამარჯვებას“ მიაღწია.

„დემოკრატ“ კონგრესმენთან, სარა ჯეიკობსთან მწვავე კამათისას, რუბიოს მოსთხოვეს განმარტება მის შეფასებაზე, რომ ოპერაცია „ეპიკური რისხვა“ დასრულდა.

„თუ ომი დასრულდა, ვინ გაიმარჯვა?“ - ჰკითხა კალიფორნიელმა „დემოკრატმა“.

რუბიომ, რომელიც აშშ-ის სამხედრო იერიშს „ომად“ არ მოიხსენიებდა, განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციის დასრულება „ფაქტია“.

„ჩვენ აღარ ვახორციელებთ ხანგრძლივ დარტყმებს ირანის ტერიტორიაზე მათი სამხედრო პოტენციალის დასასუსტებლად, რადგან „ეპიკური რისხვა“ დასრულდა“, — თქვა მან.

„მეორე პუნქტი, რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ გაიმარჯვა, ამის თქმა შემიძლია: გამარჯვებას ჩვენ განვსაზღვრავთ. ჩვენ გამარჯვებად მივიჩნევთ მათი თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზის განადგურებას, მათ მფლობელობაში არსებული სარაკეტო გამშვები დანადგარების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას, დრონების მარაგის საგრძნობლად შემცირებას და ჩვენ ეს ყველაფერი შევასრულეთ. გარდა ამისა, გავანადგურეთ ის, რაც მათი სამხედრო-საჰაერო ძალებისგან იყო დარჩენილი და მთლიანად აღვგავეთ პირისაგან მიწისა მათი სამხედრო-საზღვაო ფლოტი“.

„ეს ყველაფერი აღარ არსებობს“, - აღნიშნა მან. „ასე რომ, მე ამას გამარჯვებად მივიჩნევ, და ჩვენც ასე ჩავთვალეთ. სწორედ ეს იყო „ეპიკური რისხვის“ მიზანი“.

მსოფლიო
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის