17 დეკემბერს ღამით, რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინული მედია ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ წუხელ, რუსეთის სამ ოლქში - როსტოვში, ლიპეცკში და ვოლგოგრადში განთავსებულ სამხედრო ობიექტებზე დრონებით მასიური თავდასხმა განხორციელდა.
"ის, რასაც რუსული მედია იუწყება, თითქოს ყველა დრონი ჩამოაგდეს, სიმართლეს არ შეესაბამება. სულ მცირე, პირდაპირი დარტყმა მოხდა სამხედრო აეროდრომზე. არის ნგრევა, სხვა შედეგები ზუსტდება", - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.
მისი მტკიცებით, ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ იყო ორგანიზებული და განხორციელებული და მედიაში გაჟღერებული დრონების რაოდენობა რეალობასთან ახლოსაა.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათმა საჰაერო თავდაცვამ ვოლგოგრადის, ლიპეცკისა და როსტოვის ოლქებში 35 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.