რომის პაპმა ფრანცისკემ ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად ნატალი ბეკარტი დანიშნა.
გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ თანამდებობას ქალი იკავებს. და ნატალი ბეკარტი საფრანგეთიდანაა და ორგანოში ხმის მიცემის უფლება ექნება. ეპისკოპოსთა სინოდი რომის პაპს რჩევებს აძლევს და ეკლესიაში ყველაზე ურთიერთგამომრიცხავ თემებზე მსჯელობს.
2019 წლიდან ბეკარტი სინოდში კონსულტანტად მუშაობდა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფრანცისკეს გადაწყვეტილება იმის ნიშანია, რომ პაპს სურს ქალებმა ეკლესიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უფრო მნიშვნველოვანი როლი ითამაშონ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.