USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
რომის პაპი - უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს
თარიღი:  

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.

შვეიცარიულ მაუწყებელ RSI-თან ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია 20 მარტს გამოქვეყნდება, რომის პაპს დაუსვეს შეკითხვა, როგორია მისი პოზიცია მიმდინარე დებატებზე იმათ შორის, ვინც ამტკიცებს, რომ უკრაინამ უნდა დათმოს, რადგან ვერ შეძლო რუსული ძალების მოგერიება, მეორე მხრივ, ვინც ამტკიცებს, რომ უკრაინის ასეთი ქმედება რუსეთის ქმედებების ლეგიტიმაციას გამოიწვევს. ინტერვიუერმა კითხვაში გამოიყენა ტერმინი „თეთრი დროშა“.

”ეს ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა, მართალია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც უყურებს სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმეები კარგად არ მიდის, უნდა გქონდეს გამბედაობა მოლაპარაკებისთვის", - განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებები უნდა მოხდეს საერთაშორისო ძალების დახმარებით.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომის პაპმა ფრანცისკემ გამოიყენა ტერმინები, "თეთრი დროშა" და "დამარცხებული" უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, თუმცა მოლაპარაკებების აუცილებლობაზე მას ადრეც უსაუბრია.

 

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის