USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
თარიღი:  1094

3 მარტს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ნალექი, ზოგან თოვლის სახით, შესაძლებელია ქარბუქი, დღის ბოლოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ღამით აღმოსავლეთის, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -4, +1°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -8, -3°, დღისით 0, +5°; მაღალ მთაში ღამით -16, -11°, დღისით -2, +3°.

აღმოავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან თოვლი და ნისლი, შესაძლებელია ქარბუქი. ღამით აღმოსავლეთის, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -8, -3°, ზოგან -12°-მდე, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -15, -10°, დღისით 0, +5°; მაღალ მთაში ღამით -17, -12°, დღისით -5, 0°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ნალექი. დღისით ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -4, დღისით +4°.

სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით 0°.

გაგრა დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით 0°.

ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით +2°.

ბათუმიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით +4°.

ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით +3°.

ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით +4°.

ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ ჰაერის ტემპერატურა: დღისით +1°, ღამით -2°.

ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით +1°.

ჭიათურა დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან თოვლი. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -1°.

ამბროლაურიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -1°.

ცაგერიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -2°.

ონიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -4°.

მესტიადროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან თოვლი. დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +1°, ღამით -7°.

გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -1°.

ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -2°.

ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°, ღამით -4°.

ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -2°.

სტეფანწმინდადროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან თოვლი, შესაძლებელია ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -10°.

გუდაურიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან თოვლი, შესაძლებელია ქარბუქი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -4°, ღამით -10°.

თიანეთი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°, ღამით -5°.

ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -6°.

ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -3°.

ბაკურიანი - როგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°, ღამით -10°.

თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია მცირე თოვლი, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -1°.

ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია მცირე თოვლი, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -1°.

საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან მცირე თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -1°.

იღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია მცირე თოვლი, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +1°, ღამით -1°.

დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია მცირე თოვლი, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +1°, ღამით -1°.

ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია მცირე თოვლი, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით 0°.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის